მამაკაცებისთვის თავის შეყვარების ხუთი ხერხი

ზოგჯერ შესაძლოა, თვეები გავიდეს, როდესაც ვიღაცაზე მუდმივად ვფიქრობთ, მაგრამ ეს ვიღაც არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? ამ კითხვაზე რამდენიმე უბრალო წესი გვიპასუხებს. იყავით გვერდით… მაგრამ უცებ გაქრით. რაც უფრო ხშირად ვურთიერთობთ ვინმესთან, მით უფრო მეტად მოვწონვართ მას, – ამბობს ადამიანური ურთიერთობების ამერიკელი მკვლევარი დევიდ ლიბერმანი.
დაკვირვება ცხადყოფს, რომ, როდესაც ჩვენ პერიოდულად ვურთიერთობთ ჩვენს პოტენციურ პარტნიორთან, მით უფრო მეტად მოვწონვართ მას (თუ მისი პირველი რეაქცია ჩვენს გამოჩენაზე, ნეგატიური არ იქნება). ასე რომ, მომავალი ურთიერთობის დასაწყისში დაივიწყეთ, რომ მოშორებით იყოთ. ამავე დროს, იპოვეთ გამოსავალი, რომ რაც შეიძლება მეტი დრო ერთად გაატაროთ. და სწორედ იმ დროს, როცა გგონიათ, რომ მისი გული დაიპყარით, ცოტათი დაშორდით: ეცადეთ, იშვიათად შეხვდეთ, მანამ, სანამ საერთოდ არ შეწყვეტთ მის ნახვას. ადამიანები ხშირად მიისწრაფვიან მიიღონ ის, რაც რთულად მიღწევა.

ასე უჩვენეთ მას, რომ თქვენამდე იოლად ვერ მოვა!

წარმოიდგინეთ, რომ ყოველთვის, როდესაც სახლიდან გადიხართ, თქვენ წინ ბრილიანტის მთებია. გარკვეული დროის შემდეგ ისინი უკვე ისეთი ძვირფასი აღარ მოგეჩვენებათ.

არ ეარშიყოთ

მიეცით უფლება, თვითონ გააკეთოს ეს. როდესაც რაღაც კარგს ვაკეთებთ ჩვენი პარტნიორისთვის, ვთქვათ, საჩუქარს ვჩუქნით, ჩვენ, ერთი მხრივ, კმაყოფილი ვართ საკუთარი თავის (როგორი ყოჩაღი ვარ, რომ მას ასეთი ლამაზი საჩუქარი ვაჩუქე), მეორე მხრივ, მისგან მოფერებას და სითბოს ვიღებთ (საყვარელო, როგორი შესანიშნავი საჩუქარი მაჩუქე). რათა გაამართლო შენი ძალისხმევა საჩუქრის ძებნაზე, პარტნიორს ხშირად აიდიალებ და უფრო მეტად მოგწონს. როდესაც ჩვენ გვიკეთებენ რაღაც კარგს, გვიხარია. მაგრამ სიხარული შეიძლება ხშირად სხვა, არა დადებითი გრძნობით შეიცვალოს. მაგალითად, ჩვენზე შეიძლება ზეწოლა მოახდინოს იმ ფაქტმა, რამაც პარტნიორს საჩუქარის შეძენა შთააგონა.

ხშირად უცქირეთ

ჰარვარდის ფსიქოლოგმა ციკ რუბინმა გაარკვია, რომ შეყვარებული წყვილი საუბრის 75 პროცენტი ერთმანეთს უცქერის. ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთს უყურებენ დაახლოებით 45 პროცენტი ლაპარაკის დროს. ეს ფაქტი შეიძლება გამოიყენოთ, რათა შეგიყვაროთ: უბრალოდ, დაჟინებით, სითბოთი უცქირეთ თქვენს მომავალ პარტნიორს. მისი ტვინი იმახსოვრებს, რომ, როდესაც მას ასე უცქერდით, ის შეყვარებული იყო და იწყებს ფანილეტალამინის (phenylethylamine) გამომუშავებას – ამფეტამინის ქიმიურ მონათესავეს, რომელიც იმ მომენტში გამოიყოფა, როდესაც შეყვარებას ვიწყებთ.

თვალი არ მოაშოროთ

ციკ რუბინმა კიდევ ერთი საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინა: შეყვარებული წყვილი ერთმანეთს თვალს არ აცილებს მაშინაც კი, თუ საუბარში ვინმე ჩაერთვება. თუ თქვენ აკეთებთ ამას ვინმესთან საუბრისას, ვინც თქვენზე ჯერ არ არის შეყვარებული, მისი ტვინი ასევე იწყებს ფენილეტალამინის გამოყოფას. აი, როგორ აღწერს ამ ტექნიკას ადამიანური ურთიერთობის ექსპერტი ეილ ლოურენსი: „უბრალოდ, არ მოაცილოთ მზერა ადამიანს, რომელიც თქვენ მოგწონთ, მაშინაც კი, როდესაც ჩუმადაა, ან თუ ვინმე ჩაერთვება საუბარში. როდესაც, ასე თუ ისე, თვალი უნდა მოაცილოთ, ეს გააკეთეთ, რაც შეიძლება ნელა. თუ თქვენ მეტისმეტად მორცხვი ხართ იმისთვის, რომ დიდხანს უყუროთ თვალებში ადამიანს, პერიოდულად გადაიტანეთ მზერა მეორე მოსაუბრეზე, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ფრაზას დაასრულებთ, დააბრუნეთ მზერა მასზე, ვინც მოგწონთ. ამგვარად, თქვენ მას საშუალებას აძლევთ, იფიქროს, რომ მისი აზრი თქვენთვის არანაკლებ საინტერესოა“.

უთვალთვალეთ

გაფართოებული გუგები ვნებიანს ხდის მის მფლობელს, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს შეგნებულად (ამაზე ამბობენ, რომ თვალები არ ტყუიან), მაგრამ შეიძლება ისე მიუდგეთ ამ სიტუაციას, რომ თქვენი გამოხედვა უფრო მიბნედილი იყოს. დასაწყისისთვის ჩაუწიეთ შუქს – ეს თქვენს გუგებს გააფართოვებს (ამის გამო რომანტიკული გარემოსთვის ჩვეულებრივ გამოიყენება მკრთალი განათება).
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ გაფართოებული გუგები ქალს უფრო მომხიბვლელს ხდის. მამაკაცების ჯგუფს ერთი ქალბატონის ორი ფოტოსურათი აჩვენეს. ფოტოსურათებს შორის განსხვავება ის იყო, რომ ერთზე გოგონას გუგები რამდენადმე გაფართოებული ჰქონდა. მამაკაცებს უფრო მეტად მოეწონათ ეს ფოტოსურათი.
ანალოგიური ექსპერიმენტი ჩატარდა ქალებთან, რომელთაც მამაკაცის ფოტო უჩვენეს. შედეგები ანალოგიური აღმოჩნდა. ჩვენი გუგები ფართოვდება, როდესაც ვუყურებთ მას, რაც მოგვწონს. ამის დასამტკიცებლად მეორე ექსპერიმენტი ჩატარდა. მამაკაცებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ბანალური ფოტოების – ქალაქების პეიზაჟების – შემდეგ გაშიშვლებული ქალების ფოტოები უჩვენეს. ქალების ფოტოებმა მამაკაცების გუგები “აიძულა”, შესამჩნევად გაფართოებულიყო. ამგვარად, თქვენი გუგები გაფართოვდება, თუ მომავალ პარტნიორს იმ ადგილას შეხედავთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები