მალე “ჰარი პოტერის” 2 ახალი წიგნი გამოვა

2017 წლის ოქტომბერში “ჰარი პოტერის” გულშემატკივრებს ორი ახალი წიგნი ელით: Harry Potter: A History of Magic – The Book of The Exhibition და Harry Potter — A Journey Through the History of Magic. წიგნების გამოსვლა სპეციალურ თარიღს ეძღვნება: ზუსტად 20 წლის წინ, წიგნის თაროებზე პირველი წიგნი Harry Potter and Philosopher’s Stone გაჩნდა. როგორც ირკვევა, ჯოან როულინგს ახალი წიგნების გამოცემაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ფანებს ეს ნაკლებად სჯერათ.
Harry Potter — A Journey Through the History of Magic-ში მოგვიყვებიან იმ საგნებზე, რომლებსაც ჩვენი საყვარელი გმირები ჰოგვარტსში სწავლობდნენ. წიგნში ასევე წარმოდგენილი იქნება ისტორიკოსების კომენტარები იმაზე, თუ როგორაა დაკავშირებული მაგიური სამყარო ძველ მითებსა და ლეგენდენთან. მეორე წიგნი კი მაგიურ ნივთებს, ჯადოსნურ ცხოველებსა და არსებებს შეეხება. წიგნებს კომპანია Bloomsbury გამოსცემს.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები