“მადლობა თქვენ ოქროს ადამიანებო” – შსს-ს თანამშრომლებმა 87 წლის გზააბნეული ვეტერანი ოჯახში დააბრუნეს

87 წლის გზააბნეული მოხუცი საკუთარ სახლს უვნებელი დაუბრუნდა. მამაკაცს, რომელიც ავიაციის ვეტერანი და ვიცე პოლკოვნიკია, დახმარება შსს-ს თანამშრომლებმა გაუწიეს და ოჯახში უვნებელი დააბრუნეს.14963120_1244815825564300_1480136354496948444_n
ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა მარიამ ლომინაძემ მიაწოდა და ამსახველი ფოტომასალაც დაურთო.
„ეს 87 წლის საყვარელი მოხუცი ავიაციის ვეტარანი, ვიცე-პოლკოვნიკია. გუშინ, სადარბაზოში, უცხო ადამიანი შევნიშნეთ და მივხვდით, რომ მოხუცს გზა აებნა, თუმცა დაჟინებით იმეორებდა, რომ ზუსტად ამ სადარბაზოში, მე-6 სართულზე ცხოვრობს. გამოველაპარაკე, ვკითხე შვილებზე, შვილიშვილებზე, მეუღლეზე, თუმცა მათი ვინაობა ვერ გაიხსენა. სამაგიეროდ, დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ ნამდვილად აქ ცხოვრობდა. ვეტერან ვიცე-პოლკოვნიკს ჩვენი ძალებით რომ ვერ დავეხმარეთ, 11
15036221_1244815758897640_6575986636312866988_n2-მეშვეობით, საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ და გლდანი-ნაძალადევის საპატრულო პოლიციის 607-ე ეკიპაჟის წევრები – მამუკა ხიმშიაშვილი და ალექსი გიგაშვილი, დაახლოებით, ხუთ წუთში მოვიდნენ.
ამ მაგარმა ბიჭებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და მოხუცი ოჯახს ჩააბარეს. ბაბუას, რომელიც ისევ მიმტკიცებდა, რომ ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა, მეც გავყევი და… გზაში, ვბუტბუტებდი, რა მაგარია, როცა არსებობობენ ადამიანები, რომლებიც სამშობლოს და ხალხს ეხმარებიან. მადლობა თქვენ, მართლაც, ოქროს ადამიანებო“, -წერს მარიამ ლომინაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები