ლიკა მეგრელიძე – ქალი, რომელმაც 35–წლიანი ცხოვრების შემდეგ თბილისი მიატოვა და გურიაში წავიდა (ვიდეო)

ორი წლის წინ, თბილისში 35-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ლიკა მეგრელაძე მშობლიურ გურიაში, სოფელ წითელმთაში დაბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. იქ მას ელოდა 80 წელს გადაცილებული დედა, თავისი წინაპრების 150 წლის ოდა, ბამბუკის ტყე, ბავშვობის პატარა მდინარე კიკვატა და, რაც მთავარია, გურული მეზობლები, რომლებმაც უცებ მოიყარეს თავი ლიკას „კომლში“ და ძალიან მალე ეს ადგილი რუკაზე ისეთ ადგილად მონიშნეს, რომელსაც გურიაში ჩასვლისას გვერდს ვეღარ უვლიან.
ლიკა თბილისიდან იდეას გაჰყვა – ძველი გადაერჩინა, მაგრამ არც თანამედროვეობას ჩამორჩენოდა. მხარი შვილებმა და მეუღლემაც აუბეს და ასე იქცა წითელმთაში ერთი სახლი და ეზო პატარა კომუნად, სადაც ყველა საქმე განაწილებულია – სადაც სტუმარი სახლშია, მასპინძლები კი სულ რაღაც ახალს იგონებენ. „კომლში“ არ გამოვა გურული – „მაი არ გამუა“ – ლიკას მიზანიც ეს არის, რომ იქაურებს დააჯეროს, ყველაფერს შეძლებენ, თუ ამის სურვილი ექნებათ. მთავარია, „კომლიდან“ კვამლი სულ ამოვიდეს. „კომლიც“ ხომ ძველქართულად  კვამლს ნიშნავს. და სანამ სახურავიდან კვამლი ამოდის, იქ, აბა, სიცოცხლე როგორ შეწყდება.

წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

სხვა სიახლეები