ლეონიდ ჩერნოვეცკი: ვერ ვიტან უიღბლოებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში უამრავ რამეს მივაღწიე, არასდროს შემიფასებია ადამიანები ფულის რაოდენობით, რომელიც მათ ჯიბეში უდევთ, ან საბანკო ანგარიშებზე აქვთ… უფრო მეტიც, ვიცი, რომ ყველაზე ხშირად მდიდარი ადამიანები სულიერად ღატაკნი არიან! ბევრ მსგავს ხალხთან მქონია ურთიერთობა და მათი დანახვა საერთოდ აღარ მინდა!
ცხოვრებამ მასწავლა ადამიანში დავაფასო მისი სულიერება, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანები მხვდებოდნენ (ნათელში იყვნენ მათი სულები), მათ ფული არ ჰქონდათ, მაგრამ იმდენად დიდნი იყვნენ თავიანთი სულიერი ღირებულებებით, რომ ამ დრომდე მათი საქციელებით, სიტყვებით და ჟესტებითაც კი ვცოცხლობ! ისინი თითქოს მუდამ ჩემს გვერდით არიან და სანამ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ ხოლმე, ვფიქრობ – ისინი როგორ მოიქცეოდნენ, მათი აზრით, როგორ იქნება სამართლიანი!
ვერ ვიტან უიღბლოებს, მათ, ვისაც გულში შურისა და ზიზღის მეტი არაფერი აქვთ. ასეთებს არაფრის უნარი არ გააჩნიათ, შეუძლიათ მხოლოდ გველური ზიზღით სხვებს ავნონ, იმათ, ვისაც პატიოსნად შეუძლია სიმაღლეების დაპყრობა”,- წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
ქველმოქმედი ბიზნესმენის „ფეისბუქ“ გვერდს 407 ათასი გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები