“გაქცევა ლონას სანაპიროზე” – მეგობრებმა პატარა სოფელი ააშენეს (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ აუსტინში, 4 ოჯახისგან შემდგარმა სამეგობრო წრემ, სოფელი ააშენა.
მეგობრებმა, ერთმანეთთან უფრო მეტი დროის გასატარებლად, მდინარე ლონას სანაპიროზე 4 კოტეჯი ააშენეს. პროექტს სახელად – “გაქცევა ლონას სანაპიროზე” დაარქვეს. სამეგობრომ კოტეჯების აშენება სწრაფ ტემპში დაიწყეს და დღეს უკვე იქ ცხოვრობენ. ისინი ამ ტერიტორიას პატარა სოფელს ეძახიან.
თითოეული კოტეჯი შეფასებულია 40 000 დოლარად. დიზაინერი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორი მეთ გარსიაა. კოტეჯები გამოირჩევიან შესანიშნავი მახასიათებლებით: 5 000 გალონი წვიმის წყლის შენახვის შესაძლებლობა დახრილი ჭერების საშუალებით, არასასურველი სიცხისგან თავის დასაცავად აშენებული სპეციალური ამრეკლი კედლები, იზოლირებული ფანჯრები და ბევრი სხვა რამ…შიდა დიზაინიც შესანიშნავია, მოკლედ რომ ვთქვათ, ეკონომიური და თბილია…
ზემოთ აღწერილი 4 წყვილი ერთმანეთს უკვე 20 წელია, იცნობს, ისინი ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთთან უფრო ახლოს ყოფნის მიზნით, გადაწყვიტეს პატარა სოფლის შექმნა, რომელიც მდინარე ლონას სანაპიროზე ააშენეს.
მთლიანი თანხა ერთად შეაგროვეს, კოტეჯების დიზაინი ერთნაირია, მათ მხოლოდ ერთ გარემოში მშვიდად ცხოვრების სურვილი აქვთ!
კოტეჯების დიზაინსა და მშენებლობაზე დიახარჯა 160 000 დოლარი, ანუ თითოეული კოტეჯი შეფასდა 40 000 დოლარად.
სახლის შიდა დიზაინი პლაივუდითაა დაფარული. “დაბალი ფასით მიღებული მაღალი ხარისხის დიზაინი” – ამ სიტყვებით ხსნის არქიტექტორი გარსია კოტეჯებს!
სახურავის საშუალებით 5000 გალონი წვიმის წყლის შენახვაა შესაძლებელი.
იდეალური ადგილია საცხოვრებლად! მთავარი მონდომებაა, ყველაფერი გამოვა, თუ გულით ისურვებ.

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები