“ლეონარდო დი კაპრიო გოგოს ჰგავს” – მარლონ ბრანდოს 25 “ფრთიანი” ფრაზა

“კვირა +” გთავაზობთ მსახიობ მარლონ ბრანდოს 25 ფრთიან ფრაზას, რომელიც ნინო დოლიაშვილმა თარგმნა.

1. მკვდარი ღორის გამოხედვა მაქვს.

2. ადრეულ ბავშვობაში ნორმალური ოჯახი მყავდა: მამა, დედა და ორი და, ფრენსისი და ჯოსლინი. ვგიჟდებოდი დედაჩემზე, მის სილამაზეზე, მომხიბვლელობასა და სიმსუბუქეზე. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. დედა უფრო და უფრო იშვიათად იყო სახლში. ერთხელ კი ის ნასვამი დაბრუნდა, კატები საძინებელში შეიყვანა და ვალერიანის წვეთები დაალევინა. როცა მთვრალი კატები გარშემო შემოუწვნენ, ისეთი ნეტარი სახით დაიძინა, თითქოს საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ყოფილიყო.

3. თუკი რამე მირევს გულს, ეს იმის ყურებაა, ვიღაც მსახიობები როგორ განიხილავენ თავის პირად ცხოვრებას ტელევიზორში.

4. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები ჰოლივუდში, – არ მყოფნის ნებისყოფა, რომ უარი ვთქვა ფულზე, რომელსაც ის მთავაზობს.

5. არ ეძებოთ კავშირი თქვენი ჰონორარის რაოდენობასა და თქვენს ტალანტს შორის.

6. ერთხელ ტაძარში გვქონდა გადაღებები, ერთ-ერთმა ბერმა ავტოგრაფი მთხოვა. აი, მითხარით, რად უნდა ბერს ავტოგრაფი?

7. უნდა გიყვარდეს. სხვა მიზეზი, რისთვისაც ღირს იცხოვრო, არ არსებობს. ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან თაგვებისგან, ისინიც იმისთვის დაიბადნენ, რომ იგივე ფუნქცია შეასრულონ, რაც ჩვენ – გამრავლდნენ.

8. ქალებთან ასე ვიქცევი: მაქვს ბამბუკის გრძელი ჯოხი, ბოლოში ტყავის ყულფით. ამ ყულფს მათ კისერზე ვაბამ, რომ არ გაიქცნენ, მაგრამ ძალიანაც რომ არ მომიახლოვდნენ. ეს პროცესი, დაახლოებით, გველის დაჭერას ჰგავს.

9. არის რაღაც, რაც მეც ამაღელვებს, მაგრამ ეს არასდროს გრძელდება შვიდ წუთზე მეტი – ეს ჩემი ლიმიტია.

10. საჭმელი ყოველთვის იყო ჩემი მეგობარი. როცა გუნება-განწყობის გაუმჯობესება მინდება ხოლმე, მაცივარს ვაღებ.

11. თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ, ე.ი რაღაც მზაკვრობა მზადდება. სულ ბატის კანით ვიფარები, თუ ყველაფერი მშვენივრად მიდის ჩემს ცხოვრებაში.

12. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, იმის გასააზრებლად, რომ ვარსკვლავი ვარ. „ტრამვაი სახელად – სურვილი“ რამდენიმე თვის გაშვებული იყო გაქირავებაში, რომ ნელ-ნელა მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მეძინა და უცებ რაღაც კანფტების გროვაზე გამომეღვიძა.

13. იყო მსახიობი, ნიშნავს – იარო საკუთარი თავის ხუშტურებზე და იცხოვრო უსაქმურად. სამსახიობო კარიერის დამთავრება კი, ნიშნავს, რომ გაიზარდე.

14. არ ვიცი, შეხვედრისას ხალხი რას მოელის ჩემგან. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ გავაწნავ ან პანღურს ამოვარტყამ.

15. კინოვარსკვლავი – ეს არის ადამიანი, რომელიც შაქრის ნატეხებისგან აგებულ სამეფო ტახტზე ზის და კოკისპირულად აწვიმს.

16. მგონია, რომ ყველაზე უსიამოვნო სანახაობა, რაც შეიძლება წარმოიდგინო – ეს არის აქლემის პირის ღრუ. ნუ, კიდევ გოგონა, რომელიც რვაფეხას ან კალმარს მიირთმევს.

17. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არა ერთ მაფიოზს შევხვედრილვარ, და თითოეული მათგანი მეუბნებოდა, რომ ძალიან მოეწონათ „ნათლიმამა“, იმიტომ, რომ ჩემი როლი ღირსეულად შევასრულე. ამ ფილმის შემდეგ, პატარა იტალიაში, მანჰეტენზე, ფულს არ მახდევინებენ.

18. ბევრი ნაიარევი მაქვს სხეულზე და რამდენიმე სულზე.

19. ვერ ვიტან როკ-ენ-როლს. საშინელებაა.

20. მახსოვს, ერთხელ აპრილში სიცილიაში ვიყავი. ცხელი დღე იყო, გარშემო – სულ ყვავილები. ის ყვავილები მიყვარს, რომელთაც კარგი სურნელი აქვთ. გარდენიები, მაგალითად. საერთოდაც, იქ მარტო წავედი. ყვავილების მინდორზე გავიშოტე. ჩამეძინა – და ბენდიერი ვიყავი.

21. როგორც მამაკაცების უმეტესობას, მეც მქონდა ჰომოსექსუალური გამოცდილებები, და ამის საერთოდ არ მრცხვენია. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ მე და ჯეკ ნიკოლსონი შეყვარებულები ვართ – ეგონოს. მე კი ძალიან სასაცილოდ მეჩვენება.

22. ლეონარდო დი კაპრიო გოგოს ჰგავს.

23. არ მაღელვებს, მსუქანი ვარ თუ არა. ამის გამო ნაკლებ ფულს კი არ გამოვიმუშავებ.

24. მე იმ ადამიანების რიგებში ვარ, რომელთაც სჯერათ, რომ თუ ამ ცხოვრებაში კარგად მოიქცევი, სიკვდილის შემდეგ საფრანგეთში მოხვდები.

25. კარგი სანტექნიკი რომ ვყოფილიყავი, ხალხი მაინც დამიკრავდა ტაშს?

კომენტარები

სხვა სიახლეები