“ლელა რომ სააკაშვილის ფანი იყო ეს თავად ლელას ყველა ფანმა იცოდა”

ვახტანგ რჩეულიშვილი კახა მამულაშვილის (მამულიჩას) დაკავებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს:

“არის თუ არა მამულიჩა პოლიტპატიმარი?

რა ადვილად იმეტებენ ადამიანს თუ არ მოსწონთ მისი შეხედულებები- ლელა რომ სააკაშვილის ფანი იყო ეს თავად ლელას ყველა ფანმა იცოდა. მამულიჩა კი ამ პოლიტიკური ნიშნით უცებ ბარიგად გამოცხადდა. ბერიგებს გასაყიდად 5 გრამი ნარკოტიკი არ ჩამოაქვთ! რაც ჰქონდა ე.წ. “საკლუბო ” ნარკოტიკები პირადი მოხმარების რაოდენობაა. აღიარებს რომ მისია. რა შუაშია აქ ბარიგობა? ცნობისათვის ბარიგები ყოველთვის მუშაობდნენ შსს-ს “სახურვის” ქვეშ და არა პირად ენთუზიაზმზე. ამიტომაც მამულიჩას თავისი გაჭირვებაც ეყოფა, ჩადენილზე თავად აგებს პასუხს და არავინ აპატიებს არაფერს შესბამისი საპროცესო გარიგების გარეშე და ეს თანხაც საკმაოდ სოლიდური და ძნელი გადასახადი იქნება. ბარიგობის ყოვლად დაუსაბუთებელი წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება რომ არ ავკიდოთ! აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა სოციალური სამართლიანობა, ანუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში ასევე პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი და მამულიჩა კი საპროცესო გარიგებით გამოუშვან? პასუხი მარტივია-:თუ სხვა დაჭერილს შეუძლია ასეთი გარიგებისათვის თანხების მოზიდვა, იმასაც გაურიგდებიან. ამიტომაც შეკითხვა სხვანაირად უნდა დაისვას: რატომ აქვს მამულიჩას ფული და სხვას კი არა? ეს კი ის შეკითვაა, რომელზედაც მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: მამულიჩას თავის სამსახურში უხდიან სათანადო ანაზრაურებას (და არა ბაროგობისათვის!), ხოლო შოუ ბიზნესის ვარსკლავებს ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს! ნახეთ ერთი უცხოელი ვარსკლავები ჰონორერები! ჩვენი ვარსკლავების შემოსავლი 10 ჯერ და მეტჯერ მცირეა, მაგრამ მაინც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავალზე მეტი. სცადონ ერთი მისმა კრიტიკოსებმა ერთი დარბაზის შევსება მაინც თავისი სიმღერით და ნახავენ, რომ 5 კაცსაც ვერ მოაგროვებენ! ამას შური ქვია და სოციალურ სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არა აქვს!”– ნათქვამია რჩეულიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები