ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა (ფოტო)

ლაპლანდიელი სანტა, რომელიც მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია პირველ იანვარს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპაცია დაგმო, საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობაზე ისაუბრა.

,,ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსაკუთრებულ ადგილას, დღეს ეს ხიდი ჯერ კიდევ ყოფს ოკუპირებულ აფხაზეთს და თავისუფალ საქართველოს, მსოფლიოში ჩემი მთავარი დანიშნულება არის ვიყო ელჩი მშვიდობის და სიკეთის! მე ვიცი რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს და ვისურვებ, რომ მოვიდე შემდეგ წელს ამ ხიდთან და აღვნიშნოთ ამ საზღვრის არქონა, ეს სურვილი საუკეთესო იქნება ქართველებისთვის და მსოფლიოსთვის. ახლა დროა ქართველი ხალხის და თავისუფალი საქართველოსი, მიყვარხართ გისურვებთ წარმატებებს!“ – განაცხადა მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩმა ენგურის ხიდზე.

ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა.

წყარო: Fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები