ლალი მოროშკინამ “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა: “არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე”

ჟურნალისტმა, ლალი მოროშკინამ პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” პროტესტის ნიშნად დატოვა.
გადაწყვეტილების შესახებ მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს და მიზეზებს განმარტავს.
“მე ჩავიფსი” – როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში “გავუტარებ” ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს-მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ, აშკარა უპატივცემულობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან, პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა, რომ მე ეს არ მეხება? – ​მე, მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24- საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები – მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტ , ხოლო მე ჩუმად ვარ – ვინ ვარ მე?
ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე –
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოგრაფებმა და ტყუპებმა!
უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე…სე ლა…ვი”, – წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები