ბრაზიელიელი ქალი კომიდან შვილთან შეხებამ გამოიყვანა

ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზაში ქალმა, რომელიც ექიმებს კომიდან ვერ გამოჰყავდათ, მაშინ გაიღვიძა, როდესაც მას თავისი ახალშობილი შვილი მიუყვანეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
28 წლის ამანდა და სილვა საავადმყოფოში ორსულობის ბოლო კვირებში ეპილეფსიური შეტევის გამო მოხვდა. ექიმები შიშობდნენ, რომ მორიგი შეტევისას შეიძლებოდა ქალიც და ბავშვიც დაღუპულიყვნენ, ამიტომაც საკეისრო ოპერაცია ჩაატარეს. გართულების თავიდან ასაცილებლად ქალი ხელოვნულ კომაში გადაიყვანეს.
რამდენიმე დღის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რის შემდეგაც ის დამამაშვიდებელ საშუალებებს აღარ იღებდა.
თუმცა ქალი გონს ვერ მოვიდა და ექიმების მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა. 23-ე დღეს მედდის შეთავაზებით ქალს მისი შვილი მიუყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამანდა გრძნობაზე არ იყო, შვილთან შეხების შემდეგ მისი გულისცემა გახშირდა, თვალებიდან კი ცრემლები წამოუვიდა.
ამის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მე-20 დღეს კი ის საავადმყოფოდან გაწერეს.
https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები