კოღოების თავიდან მოცილების გარანტირებული მეთოდი

ყველას გვიყვარს ზაფხული და თბილი ამინდები. თუმცა ამ სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა კოღოების შემოსევაა. მწერების დასახოცი აეროზოლები და სხვადასხვა მანიპულატორები ამ კუთხით ნაკლებ შედეგს იძლევიან. წარმოგიდგენთ საუკეთესო მეთოდს კოღოების თავიდან მოსაშორებლად. თქვენ აღარ მოგიწევთ ძილის წინ ყურთან გულისგამაწვრილებელი ბზუილის მოსმენა,

თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევას.

კოღოების თავიდან მოსაშორებელი ყველაზე მარტივი ხერხი არის ქაფური. აიღეთ 50 გრამიანი ქაფური და პატარა ჯამი. ჩადეთ ერთი აბი შიგნით, აავსეთ წყლით და განათავსეთ ოთახის ნებისმიერ კუთხეში. წამსვე დაინახავთ ეფექტს, თუ ოთახში კოღოები იმყოფებოდნენ, დაუყოვნებლივ გაფრინდებიან.

უფრო მეტი ეფექტისთვის, შეგიძლიათ, ცოტათი დაფშვნათ ქაფური. თუ ოთახი დიდია, აიღეთ ორი ჯამი და თითო-თითო აბი ჩააგდეთ. წყალი შეგიძლიათ ორი დღის მერე გამოცვალოთ. ძველი წყლით იატაკი რომ მოწმინდოთ, კარგ ეფექტს მიიღებთ.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები