კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს

ლამაზი შეფუთვა და თავსმოხვეული ბევრისმთქმელი რეკლამა – სწორედ ამ ფაქტების დამსახურებით, ქალები ხშირად ყიდულობენ კოსმეტიკას, რომელმაც შესაძლოა იმედები გაუცრუოთ. სამწუხაროდ, ხშირად მოვლის საშუალებები არ იძლევა დაპირებულ ეფექტს.
გაეცანით ქვემოთ მოცემული კოსმეტიკური პროდუქტების სიას და კარგად დაფიქრდით, სანამ მათ შეიძენდეთ. რატომ უნდა დავხარჯოთ უსარგებლო კოსმეტიკაზე, როცა მის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაცადი საშუალებები?

1. გაყოფილი თმის ბოლოები – ეს ლამაზი არ არის და იმდენად უსიამოვნოა, რომ მისი შეჭრა გვინდება. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ვერანაირი სპრეი, ზეთი და სხვა საოცარი საშუალებები ვერ უმკლავდება ამ პრობლემას.

2. ცელულიტზე გამარჯვება შესაძლებელია, თუკი რეგულარულად დავკავდებით სპორტით და სწორად ვიკვებებით. ანტიცელულიტური კრემი – მითია, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია კანის დარბილება, კანის უსწორმასწორო ზედაპირს ის ვერაფერს უზამს.

3. ტონიკი, რომელსაც სახის დაბანის შემდეგ იყენებ, ძალიან იშვიათად არის ღირსეული პროდუქტი. შეარჩიე ის გონივრულად, ძალიან ბევრი დასაბანი საშუალება ჭუჭყს საფუძვლიანად აცლის კანს – ტონიკი კი pH-ბალანსის აღსადგენად არის საჭირო. ამ ფუნქციას შესანიშნავად ითავსებს დღის კრემი. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში ტონიკი – ზედმეტია.

4. შხაპის გელი ზედმეტად აშრობს კანს, აცილებს მას დამცავ ფენას. ასე რომ, აჯობებს, ის დამატენიანებელი (მაგალითად, ბავშვის) საპნით ჩაანაცვლოთ – უფრო იაფია და არ ვნებს კანს.

5. რა განსხვავებაა ხელის, ფეხისა და ტანის კრემს შორის? სწორია: არანაირი! ტანის მოსავლელად ერთი კარგი კრემიც საკმარისი იქნება, რომელსაც ხელზეც იხმართ, ფეხზეც და მთელ სხეულზეც.

6. ტანის სკრაბის მომზადება სახლის პირობებში ბუნებრივი საშუალებებისგან სჯობს. არაჩვეულებრივია – ყავის სკრაბი. თაფლი, მარილი და ზეითუნის ზეთი – ამ ინგრედიენტების შერევით არაჩვეულებრივ სკრაბს მიიღებთ. ამიტომაც არ ღირს ამ კოსმეტიკურ საშუალებაში ფულის დახარჯვა.

7. ხშირად ტუჩის ბალზამი ცოტაოდენ სპირტს შეიცავს – იმისათვის, რომ ტუჩები მალე გაშრეს და კიდევ მოგინდეთ ბალზამის წასმა. გამოიყენეთ მის ნაცვლად თაფლი, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი – კანი საოცრად დარბილდება და აბრეშუმისებრი გახდება.

8. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი მხოლოდ იმ დროის განმავლობაში მოქმედებს, სანამ მას ხმარობთ. ქერტლი – ეს მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა კი არა, ის დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. შამპუნს შეუძლია დროებით გაგიქროთ სიმპტომები. თუ ასეთი პრობლემა გაქვთ, აჯობებს, ექიმს მიმართოთ და არ ხარჯოთ ფული მუდმივად ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის ყიდვისთვის.

წყარო:http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები