კორონავირუსი თმისცვენას იწვევს – ქართველი ექიმი აღნიშნულ ფაქტორზე

რა კავშირია კორონავირუსსა და თმისცვენას შორის – ამასთან დაკავშირებით ექიმი-დერმატოლოგი, ნინო ლორთქიფანიძე „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.

“თმის ცვენის ბევრი ფორმა არსებობს.  კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით გამოვლენილია დაავადება, რომელსაც დიფუზური ალოპეცია ეწოდება, რომლის დროსაც ზრდის ფაზიდან ცვენის ფაზაში გადადის თმა. ამ დროს იმატებს თმის ცვენა და ნელ-ნელა თხელდება თმის საფარი.

ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორი არის: მძიმე ინფექციის გადატანა და სტრესი. კოვიდ გადატანილ პაციენტებს  2-4 თვეში უვითარდებათ აღნიშნული პრობლემა”, – აღნიშნა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები