კორონავირუსი და კარანტინი – დააკავეს კაცი, რომელიც დახურულ რესტორანში შეიპარა და იქეიფა

„კორონავირუსული ისტორიიდან“ – კონექტიკუტში დააკავეს მამაკაცი, რომელიც დახურულ კუბურ რესტორანში შეიპარა და იქეიფა.  საუბარია 42 წლის მამაკაცზე, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მარტო ქეიფობდა.

„ჭამა–სმა“ მას შემდეგ დასრულდა, რაც დაკეტილ რესტორანთან მენეჯერმა ჩაიარა და შეამჩნია, რომ შუქი ენთო შენობაში. შედეგად პოლიციაში დარეკა.

რესტორანში ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ, სხვადასხვა საკვებსა და ლუდთან ერთად, 70 ბოთლი ლიქიორიც „გამქრალი“ იყო.

ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სხვადასხვა ნივთი და სასმელი რესტორნიდან გაიტანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები