კორონავირუსით დაავადებული ყველაზე პატარა პაციენტი ახალშობილია

CNN–ის ცნობით ყველაზე პატარა პაციენტი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ორი დღის ახალშობილია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის დედაც ამავე ვირუსით არის დაავადებული.

ისინი უხანში კარანტინის ზონაში იმყოფებიან. პატარას ვირუსის დიაგნოზი რამდენიმე საათის წინ დაუსვეს, თუმცა, მედიკოსებს უჭირთ იმის თქმა თუ როგორ მოხდა ახალშობილის ინფიცირება.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1153 პირი. დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

სხვა სიახლეები