კიტრის ლოსიონი კანის გასაწმენდად და ნაოჭების საწინააღმდეგოდ

კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კანის გასაგრილებლად და ნაოჭების გასასწორებლად კიტრის თხელი ანათლები 10-12 წუთით კანის შესაბამის უბნებზე უნდა დაიწყოთ.

კიტრის ექსტრაქტზე დამზადებული ლოსიონები კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა. კიტრის ახალგამოწურული წვენი კანს ათეთრებს და არბილებს. მის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით მათ ურჩევენ, ვისაც ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ელფერის კანი აქვს.

სახის  გასაწმენდი სითხე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. კიტრი წვრილად გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ, წვენი კიდევ გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში და მიღებულ მოცულობაზე ორჯერ მეტი სპირტი დაასხით, ნარევი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. გამოყენების წინ სახის გაწმენდისათვის საჭირო ოდენობის ლოსიონი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:2).

თუ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობთ, ძლიერ გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც გახეხილი კიტრისა და ყვავილის ფურცლებისაგან მზადდება.

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები