კითხვები, რომლებზეც საყვარელი მამაკაცი აუცილებლად ტყუილით გიპასუხებთ

1. როდესაც ეკითხები უყურებს თუ არა პორნოგრაფიულ ფილმებს. რაც არ უნდა გითხრას, გაამრავლე მინიმუმ ორზე. შემდეგ კიდევ ორზე. რა რიცხვიც მიიღე გაამრავლე კიდევ ორზე. სავარაუდოდ სანამ ამას კითხულობ, ის ზის და პორნოს უყურებს.

2. როდესაც მესიჯზე არ უპასუხია და გეუბნება მეძინაო. მესიჯი რასაკვირველია ნახა, შემდეგ დაავიწყდა, რადგან “ფიფას” თამაშობდა ან მეგობრებთან სვამდა.

3. როდესაც ეკითხები, რამდენ გოგოსთან ჰქონდა სექსი. ასეთ დროს მისი ტვინი პანიკის შეტევებს იღებს. იმაზე იწყებს ფიქრს რა გითხრას, შეამციროს რიცხვი, რომ გარყვნილებაში არ დაადანაშაულო, თუ გაზარდოს, რომ საკმარისად გამოცდილი გეგონოს. ასეა თუ ისე, რეალურ რიცხვს ვერ ეღირსები.

4. როდესაც ეკითხები რომელი შენი მეგობარია ყველაზე ლამაზი. რა თქმა უნდა, ერთი მეგობარი მაინც გეყოლება, რომელსაც თვლის, რომ სექსუალურად მიმზიდველია, მაგრამ ამას არასოდეს გაგიმხელს. ამიტომ გეტყვის რომ არა. და შეიძლება ისიც დაამატოს, რომ შენ ყელაზე ლამაზი ხარ სამეგობროში და არა მხოლოდ.

5. როდესაც ეკითხები ვინ უკეთესად აკეთებს საჭმელებს, შენ თუ დედამისი. თუ ჯერ მსგავსი კითხვა არ დაგისვამს, არც დაუსვა. ასეთი რამე მხოლოდ ფსიქოპათები კითხულობენ. მას შეიძლება ძალიან უყვარდეს შენი მომზადებული საჭმელი. შეიძლება მართლა იდეალური მზარეული იყო, მაგრამ არაფერი შეედრება მისთვის დედის მოზადებულ საკვებს, რადგან მასთან ბავშვობის ემოციებითაა დაკავშირებული.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები