“კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე აცრილ კოვიდის მქონე პაციენტებში ნაკლები იყო რისკი, რომ ინტენსიური თერაპია დასჭირვებოდათ”

ქართველი ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, გრიპზე ვაქცინაცია გაცილებით ამცირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს. ბუწაშვილმა ამის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა:

„ბრაზილიაში ჩატარდა კვლევა 92664 კოვიდის მქონე პაციენტზე, რომლის მიზანი იყო კოვიდის გართულებების შედარება გრიპზე აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის. (როგორც ვიცით, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). წელს გრიპზე ვაქცინაციის კამპანია ბრაზილიაში დაიწყეს 2020 წლის მარტიდან.

კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ კოვიდის მქონე პაციენტებში 8%-ით ნაკლები იყო იმის რისკი, რომ დასჭირვებოდათ ინტენსიური თერაპია, 18%-ით ნაკლები იყო შანსი, რომ გადაყვანილი ყოფილიყვნენ მართვით სუნთქვაზე და 17%-ით ნაკლები იყო ლეტალური გამოსავალი.

ამიტომ მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების გრიპზე ვაქცინაცია კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც მნიშვნელოვანია“, – წერს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები