კბილის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, თითის დაწვა – როგორ შევაჩეროთ სხვადასხვა დისკომფორტი მარტივი ხერხებით

უსიამოვნებას ყოველთვის ვერ აცდებით. მაგალითად ცხვირიდან სისხლდენისგან ან თითის დაწვისგან დაზღვეული მართლაც არავინაა. ერთი შეხედვით ასეთი ბანალური პრობლემები საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რათა მოატყუოთ საკუთარი ორგანიზმი და ტკივილი ადვილად შეიჩეროთ.

1. თუ ყელი გეწვით
მოისრისეთ ყურის ბიბილო. ეს მოქმედება რეცეპტორებს აღიზიანებს, რაც იწვევს სპაზმს ყელში და წვას აჩერებს
2. თუ მოსაუბრის ხმადაბალი ლაპარაკი არ გესმით
მიუშვირეთ მოსაუბრეს მარჯვენა ყური, ის უფრო უკეთ იჭერს სწრაფ და გაურკვეველ საუბარს. მარცხენა ყურს კი უკეთ ესმის დაბალი მელოდია, რადგან უფრო მგრძნობიარეა მუსიკის მიმართ.
3. თუ ხელი დაგიბუჟდათ
თავის წრიული მოძრაობები შეასრულეთ. ხელის დაბუჟება კისრის კუნთების ნერვებზეა დამოკიდებული. თუ კუნთებს გაააქტიურებთ, ნერვები გათავისუფლდება და ხელის მგრძნობელობაც აღდგება.
4. თუ ცხვირში გაჭედილი ხართ და სუნთქვა გიჭირთ
ენით სასას მიაწექით და თითით წარბებს შორის ადგილი მოისრისეთ. 20 წამში ცხვირი გაგეხსნებათ.
5. თუ ყელი გტკივათ
პირი ბოლომდე გააღეთ და ენა გამოყავით, რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს მოძრაობა – იოგის გამოცდილი ილეთია.
6. თუ გულძმარვა არ გაძინებთ
დაწექით მარცხენა მხარეს. დამტკიცებულია, რომ ასეთი მდგომარეობა აფერხებს მჟავის მოხვედრას კუჭიდან საყლაპავ მილში.
7. თუ კბილი გტკივათ
ყინულის კუბი ცერსა და საჩვენებელს შორის მოიქციეთ და თითები მოუჭირეთ. ამით ტკივილის სიგნალი ტვინისკენ დაიბლოკება.
8. თუ თითი დაიწვით
დამწვარ თითზე მეორე თითი დაიჭირეთ ან მწიკვი სოდა მოიყარეთ. ეს ტკივილსაც შეგიმსუბუქებთ და წყლულის გაჩენას შეუშლის ხელს.
9. თუ გაქცევის შემდეგ გვერდი აგტკივდათ
ამოისუნთქეთ და მთელი სხეულით მარცხენა ფეხს დაეყრდენით. ეს ღვიძლის დიაფრაგმაზე მიწოლას შეამსუბუქებს და ტკივილის შეგრძნებას გააქრობს.
10. ცხვირიდან სისხლდენის დროს
დაიდეთ ბამბა ღრძილზე ზედა ტუჩის აღვირთან და ძლიერად დააჭირეთ. სისხლდენა შემცირდება.
11. თუ რაიმეს დაზეპირება გჭირდებათ
გაიმეორეთ ტექსტი ძილის წინ. გაგიკვირდებათ და დილით ეს ტექსტი ზეპირად გეცოდინებათ.

 

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები