კაცობრიობის ყველაზე დიდი ნაკლი – სტივენ ჰოკინგი

კალიფორნიელმა სტუდენტმა ადეზე უიანვამ ლონდონის მუზეიმში ტური მოიგო ცნობილ ფიზიკოს სტივენ ჰოკინგთან ერთად. მეცნიერს მან შეკითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობს თანამედროვე მსოფლიოზე.

,,კაცობრიობის ყველაზე დიდი ნაკლი, რომელსაც სიამოვნებით გამოვასწორებდი – აგრესიაა. იგი თავის დროზე გადარჩენაში დაგვეხმარა, საკვების მოპოვებაში, ახალი მიწების დაპყრობაში, პარტნიორების მოძიებაში გამრავლებისთვის… მაგრამ ახლა ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა. ბირთვული ომი ცივილიზაციის და შესაძლოა მთლიანად კაცობრიობის ყველა რასის დასასრულად იქცეს. თვისება, რომელსაც სიამოვნებით გავამრავლებდი ხალხში – ემპათიაა, თანაგრძნობის უნარი. მხოლოდ ეს გვაძლევს საშუალებას ერთად ჰარმონიულ ატმოსფეროში ვიცხოვროთ, ურთიერთგაგებით და სიყვარულით.”

აგრესიაზე ბევრს საუბრობენ დღეს ფსიქოლოგები, რელიგიური პირები, მწერლები და მხატვრები, თუმცა როცა ამ სიტყვას ამბობს ადამიანი, რომელიც 50 წელია სიკვდილის ახლომახლო ცხოვრობს, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჰოკინგმა ყველაზე უკეთ იცის რას ნიშნავს გადარჩენა. ის შესაძლოა 30 წლამდე მომკვდარიყო. 21 წლის ასაკში დაუსვეს ძვლების ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი და 2 წლის სიცოცხლე მისცეს. ის შესაძლოა მომკვდარიყო 1985 წელს, როცა ფილტვების ანთება გაურთულდა. ის შესაძლოა მომკვდარიყო ბევრჯერ მას შემდეგაც, თუმცა გადარჩა. რატომ – ეს თავადაც არ ესმის. ,,ნამდვილად გამომადგა, რომ ჩემი საქმე და კარგი შემოსავალი მაქვს“ – განაცხადა ერთერთ ინტერვიუში.

ჰოკინგის ცხოვრების გზა ცოცხალი მაგალითია იმის, რომ გონებას შეუძლია ფიზიკური შეზღუდვების დამარცხებაც კი. და მაინც ის გონებაზე კი არა ემოციებზე საუბრობს, თანაგრძნობაზე. ეს ალბათ იმიტომ, რომ სწორედ სხვების მზრუნველობამ გადაარჩინა.ჰოკინგი თავისი სიტყვების ცოცხალი მაგალითია. ის რწმენას გვაძლევს, რომ ადამიანის გადარჩენა, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის გადარჩენა ძლიერსა და სუსტს შორის ომზე კი არა, სწორედ თანაგრძნობასა და სიყვარულზეა დამოკიდებული.

წყარო:http://mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები