“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით” – ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთი გულშემატკივრის მილოცვას გამოეხმაურა და ბასილაშვილის დღევანდელ გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული…
ეჰჰჰ… არაფერი ესმით კაცებს “კაცობისა” ამ ქვეყანაში”, – წერს პატარაია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები