კატა ესკალატორის წინ და ირგვლივ არც ერთი ადამიანი, _ ვინც მას შეაწუხებს ( ვიდეო)

სოციალური ქსელების მომხმარებლები აღფრთოვანებულები არიან „თავხედი“ კატით, რომელიც სტამბულში, ესკალატორის წინ მოკალათებულა და ადამიანები ცდილობენ, მას არ დააბიჯონ.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხდარის ამსახველი ვიდეო, ჯგუფმა „Aww Station“-მა გამოაქვეყნა და ორ დღეში მისმა ნახვებმა 2 მილიონს გადააჭარბა.
კომენტარებში, კატას მომხმარებლები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ადარებენ და იმ ადამიანების ქცევაზეც საუბრობენ, რომლებმაც კატის შეწუხება არ მოინდომეს:
„კატა არავინ გაწია, იმის მიუხედავად, რომ სიარულში უშლის, იმიტომ, რომ ყველამ იცის -კატა არ გაინძრევა, თუ თავად არ მოუნდება“
„იქნებ, ესკალატორი იქ არ უნდა მოაწყონ, სადაც ეს კატა ზის?
„ამიტომაც მიყვარს კატები“
„სამოქალაქო კულტურა და კატა-ანარქისტი ერთ ვიდეოში“
„ბოსი, ჰაჰაჰა“
“ვზივარ, სადაც მინდა“
„ჩემი ტოტემური ცხოველი“
ასეთი და მსგავსი კომენტარები ვიდეოს თან მრავლად ახლავს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები