კამერებმა ბიონსეს და მისი დის უხერხული დაცემა აღბეჭდეს (ვიდეო)

ამერიკელი ვარსკვლავი, პოპ-დივა ბიონსე უხერხულ სიტუაციაში პირდაპირ კონცერტის დროს აღმოჩნდა. ბიონსე და მისი უმცროსი და სოლანჟი ფესტივალ Coachella-ზე საკუთარ მუსიკალურ ნომერს ერთად წარმოადგენდნენ. სიმღერის პარალელურად, ორივე მათგანი ეფექტურად ცეკვავდა, ერთ მომენტში მათ გადაწყვიტეს ერთმანეთს გადახვეოდნენ, მაგრამ უმცროსმა დამ თავი ვერ შეიმაგრა და ბიონსეს ზემოდან დაეცა.

ინციდენტი მსმენელებმა მობილური ტელეფონების მეშვეობით აღბეჭდეს და ვირუსული ვიდეო ინტერნეტ ქსელში მალევე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ დაცემის და სცენაზე ფორთხვის შემდეგ, ვარსკლავი დები მომენტალურად წამოდგნენ და შოუ გააგრძელეს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=JtkLW0Xb1ck

კომენტარები

სხვა სიახლეები