იწვევს თუ არა სექსი გულის გაჩერებას – მეცნიერთა შეფასება

გულის უეცარი გაჩერება სექსის დროს ან მის მერე მამაკაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. თუმცა, მთლიანობაში სექსუალური აქტივობა გულის გაჩერებას ძალიან იშვიათად იწვევს, – ამის შესახებ ლოს-ანჯელესის კარდიოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები საუბრობენ.
მათ გულის გაჩერების 5 ათასამდე შემთხვევა შეისწავლეს. მათგან მხოლოდ 34 შემთხვევაა სექსის დროს ან მისი დასრულების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში მომხდარი. ხოლო 32 ასეთი ფაქტი სწორედ მამაკაცების შემთხვევაში დაფიქსირდა.
ინსტიტუტის ერთ-ერთი მკვლევარის სუმიტა ჩუგხის თქმით, ეს პირველი კვლევაა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა და რომელიც გულის გაჩერებას და სექსუალური აქტივობის შესახებ კავშირს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ფონდი „British Heart Foundation“ რეკომენდაციის მიხედვით, ინფარქტის ან გულზე ოპერაციის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში უმჯობესია სექსზე უარის თქმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები