იცავს თუ არა კაკტუსი ჩვენს თვალებს ეკრანის გამოსხივებისგან?

გავრცელებული აზრის თანახმად, კომპიუტერთან დადგმული კაკტუსი ეკრანის გამოსხივებას 566-300x300შთანთქავს და ადამიანის თვალებს მავნე შუქისგან იცავს. ზოგი ფიქრობს, რომ აღნიშნული აზრი სიმართლეა და კაკტუსის კომპიუტერთან მოთავსება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ზოგს ამის არ სჯერა, თუმცა, ფაქტია, ამ დანიშნულებით კაკტუსს დღემდე ბევრი ადამიანი მოიხმარს.
იცავს თუ არა კაკტუსი ჩვენს თვალებს ეკრანის გამოსხივებისგან? ამ კითხვით „კიბერ კვირამ“ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერიის გამგეს, ბოტანიკოს ნანა ყუბანეიშვილს მიმართა.

„როდესაც კომპიუტერების მოხმარება დაიწყო, ძალიან ბევრ ადამიანს კაკტუსის კომპიუტერთან დადგმა სურდა და დადგეს კიდეც. ფიქრობდენ, გამოსხივებისგან დაგვიცავსო. თუ კაკტუსს კომპიუეტრის გამოსხივებასთან რაიმე კავშირი აქვს, მაშინ კომპიუტერთან მოთავსებისას ის უნდა გაიზარდოს ან დაჭკნეს, ანუ ცვლილება უნდა დაეტყოს. ჩემი რამდენიმეწლიანი დაკვირვებით, კომპიუტერთან დადგმულმა კაკტუსმა ვერავითარი ცვლილება ვერ განიცადა, ანუ კაკტუსზე გამოსხივებამ ვერ იმოქმედა. შესაბამისად, კაკტუსის კომპიუტერთან დადგმას აზრი არ აქვს“, – აცახდებს ნანა ყუბანეიშვილი.999-300x300
მოუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი მაინც ამბობს, რომ კომპიუტერთან დადგმული კაკტუსი დაუჭკნა და ფიქრობს, რომ ეს კომპიუტერის ეკრანის გამოსხივებამ გამოიწვია. თუმცა, ნანა ყუბანეიშვილი კომპიუტერთან დადგმული კაკტუსის დაჭკნობას არა მცენარეზე ეკრანის გამოსხივების მოქმედებას, არამედ მცენარის არასწორ მოვლას უკავშირებს.
„მოგეხსენებათ, კაკტუსი მექსისკის, აფრიკის და ასეთი ცხელი ქვეყნების მცენარეა. კაკტუსს საკმაოდ სპეციფიკური მოვლა, მაგალითად, განსხვავებული წყლის დასხმა სჭირდება. თუ მას ჩრდილში დადგამ, არ გაიხარებს და დაჭკნება. ასე რომ, თუ ვინმეს კაკტუსი დაუჭკნა, ჩემი აზრით, ეს არა გამოსხივების, არამედ არასწორი მოვლის ბრალია”, – განმარტავს ბოტანიკოსი.

წყარო: http://cyber.kvira.ge/15028/

კომენტარები

სხვა სიახლეები