იტალიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე აანთეს

იტალიის ერთ–ერთ კომუნაში, რომელსაც გუბიო ჰქვია და ცენტრალურ იტალიაში მდებარეობს, ყოველწლიური ცერემონიალი შედგა, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაძვის ხე აანთეს.

მისი სიგრძე 750, სიგანე კი 450 მეტრია და მოციმციმე ინსტალაცია გახლავთ, რომელიც განთავსებულია ადგილობრივი მთის სამხრეთ ფერდობზე. იგი შექმნილია ნეონის 700–ზე მეტი ნათურით. ნაძვის ხის თავს საშობაო ვარსკვლავი ამშვენებს, რომელიც ფერს ყოველ 5 წუთში იცვლის.

აღნიშნული სილაამაზე უკვე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

სხვა სიახლეები