“ის რაც მოხდა ბერასთან მიმართებაში, ჩვენ და ჩვენს შვილებს ეხება”!-ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან ბერა ივანიშვილის ფიგურირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ ყველაფერს ცილისწამებას უწოდებს.
როგორც ყოფილი დეპუტატი წერს ეს არის ბრძოლა მამის წინააღმდეგ შვილის გამოყენებით.

„ჩემი მეგობრების საყურადღებოდ! ის რაც მოხდა ბერასთან მიმართებაში, პირველ რიგში, ჩვენ და ჩვენს შვილებს ეხება! კარგია, როდესაც პარლამენტარები, მოქმედი პოლიტიკოსები და აღმასრულებელი ხელისუფლება აკეთებს რეაგირებას მათი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გაშლილ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, მაგრამ უმთავრესი მაინც საზოგადოების, ხალხის და პირველ რიგში, ჩვენი თაობის პოზიცია და რეაქციაა! ის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლამ ზღვარსგადასული შეურაცხყოფის და შურისძიების სახე მიიღო, არახალია! მაგრამ შვილი?…

უბინძურესი ბრალდება წაუყენო შვილს იმისთვის რომ მამას ავნო? ოოო, როგორი ძველი, ჩვეული, ნაცნობი ნაცინალური – სისხლიანი რეჟიმის სტილია!

არ იშლიან! გასდიოდათ და გასდით! და სჯერათ რომ გაუვათ! დღეს ბერა… ხვალ ჩემი რეზო ან ბექა… ზეგ თქვენი შვილი ან შვილიშვილი … ზუსტად ისე, როგორც იყო 2007-ში, 8-ში, 9-ში, 10-ში. 11-ში… ზნედაცემულთა სასიკვდილო როკვაა საქართველოში… აგონიური ბრძოლა სიცოცხლესთან, სისუფთავესთან, ახალგაზრდობასთან, მომავალთან… ჰო და, ეს უნდა დამთავრდეს! დღეს ჩემ შვილს დააბრალეს მაგარი ბიჭის მკვლელობაში თანამონაწილეობა… რა მნიშვნელობა აქვს, ბერა ქვია, ბექა, რეზო თუ გიორგი…

ფაქტია, რომ მშობლის ანუ ჩვენს წინააღმდეგ, შვილებს იყენებენ… თქვენი არ ვიცი, მე კი მეტის ატანა აღარ შემიძლია,“ – წერს ხათუნა ხოფერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები