ის, რაც მნიშვნელოვანია თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად – პაატა იმნაძის რეკომენდაციები

ფიზიკური აქტივობა, ორგანიზმის სითხით მომარაგება და ლიმონის მიღება – ის, რაც მნიშვნელოვანია თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. გაციების დროს ლიმონიანი ჩაი რომ კარგია, ესეც ყველამ ვიცით. ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ“, – ამბობს პაატა იმნაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები