ისტორიული მოვლენები და მათი გავლენა საცურაო კოსტიუმების დიზაინზე (ფოტოკოლაჟი)

მე-18 საუკუნემდე ადამიანები საცვლებით ან სრულიად შიშვლები ცურაობდნენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საცურაოდ სპეციალური ტანსაცმელი სჭირდებოდათ. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყეს. ვიდრე პირველი საცურაო კოსტიუმი გამოჩნდებოდა, ქალბატონებს დროის გამოცდა მოუწიათ. ამ სტატიაში ნახავთ ქალის ემანსიპაციის პროცესს და თუ როგორი გავლენა მოახდინა აღნიშნულმა, საცურაო სამოსის დიზაინზე.
ზაფხულმა უკვე რამდენიმე დღეა “შემოაბიჯა” და სანამ მოდურ საცურაო კოსტიუმს შეარჩევდეთ, თვალი გადაავლეთ როგორ იცვლებოდა “სანაპიროს მოდა” მეოცე საუკინის დასაწყისიდან დღემდე და რა ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა პარარელურად.

1910

 How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

პირველი საცურაო კოსტიუმი ქალბატონებისთვის კაბისა და გრძელი შარვლის ნაზავი იყო.  მამაკაცები მუხლამდე შარვლებითა და ისეთი ზედატანით ცურაობდნენ, რომელიც მათ თმიან მხრებს ფარავდა.

 

1920

How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

მეოცე საუკუნის დასაწყისში საცურაო სამოსი ოლიპმიურ თამაშების გავლენას განიცდიდა. როდესაც ცურვა ოფიციალურად, ოლიმპიური სპორტად დარეგისტრირდა, აშკარა გახდა, რომ დიდი საცურაო კოსტიუმები სპორტსმენებს ხელს უშლიდა საუკეთესო შედეგი ეჩვენებინათ, ამიტომ 1912 წელს ქალბატონები საჯაროდ გამოჩნდნენ ისეთი კოსტიუმებით, რომელშიც ფეხები და ხელები შიშველი იყო. რა თქმა უნდა, სპორტსმენების მაგალითს სხვა ქალბატონებმაც მიბაძეს და “თამამი” საცურაო კოსტიუმები მოირგეს.

1930 

How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

30-იან წლებში საცურაო კოსტიუმის დიზაინი წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუმცა ის უფრო გამრავალფეროვნდა და ფერები შეემატა. ასევე, ლეგენდარული დიზაინერის, კოკო შანელის წყალობით მოდაში გარუჯული სხეული დამკვიდრდა და ქალბატონებმა სხეულის სხვადასხვა აქსეუსუარებით გალამაზებაც დაიწყეს. ამ დროისთვის მამაკაცემისთვის ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი მხრების გამოჩენა და მოკლე შარვლების ე.წ “შორტების” ჩაცმა.

1940

How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

მეორე მსოფლიო ომმა ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა, მათ შორის სანაპიროს მოდაზეც. საჭირო გახდა, რომ შემცირებულიყო ნაჭრების წარმოება, სწორედ აქედან გაჩნდა დაცალკევებული საცურაო კოსტიუმები.

საცვლების მწარმოებელი კომპანიის მმართველმა ლუის რეარდმა შენიშნა, რომ ქალბატონები ხშირად ზემოთ იწევდნენ საცურაო კოსტიუმებს, რათა უკეთ მიეღოთ რუჯი. სწორედ ამ ფაქტმა მისცა მას შთაგონება, რომ შეექმნა ბიკინი. 1946 წელს რეარდმა საცურაო კოსტიუმის ახალი მოდელი- ბიკინი წარადგინა,თუმცა საზოგადოება უარყოფითად შეხვდა ახალ ტრენდს, ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად მსგავსი სამოსისთვის.

1950How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

მართალია ბიკინის საზოგადოება უარყოფითად შეხვდა, თუმცა კინო ინდუსტრიამ მალევე შეძლო მათი გულის მოგება. ქალბატონები ფილმებში მოხდენილად ატარებდნენ ახალ საცურაო კოსტიუმებს და მაყურებლებიც მარტივად მოხიბლეს. პირველი ქალი, ვინც გაბედა და ეკრანზე ბიკინით გამოჩნდა შეუდარებელი ბრიჯიტ ბარდო გახლდათ.

1960  How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

1960-იან წლებზე დიზაინერებმა ქალბატონებს საცურაო სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზეს, თუმცა მთავარი სიალხე ნაჭერი იყო. საცურაო კოსტიუმების შესაკერად სწრაფად გაშრობადი ნაჭრის- ლიკრის გამოყენება დაიწყეს.

1970How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

1970 იანი წლებიდან ქალბატონებმა უარი ვეღარ თქვეს ბიკინიზე და “პატარა” საცუროა კოსტიუმების შეძენა დაიწყეს, რომელიც რუჯის მისაღებად ძალიან მოსახერხებელი იყო.

1980 How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

80-იან წლებში მოდაში ისევ შემოვიდა ერთიანი საცურაო კოსტუმები, რაც აუზის წვეულებების გახშირებამ გამოიწვია. 80-იანების მთლიანი საცურაო კოსტიუმი, ცხადია, პირვანდელი მოდელებისგან განსხვავდებოდა და უფრო მოსახერხებელი იყო ცურვისა და რუჯის მისაღებად.

1990 How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

90-იან წლებში სატელევიზიო შოუ “მაშველები” მსოფლიოს მასშტაბით, სუპერპოპულარული იყო. უამრავი ადამიანი კი მხოლოდ იმიტომ უყურებდა, რომ ეპიკური სცენა, სადაც პამელა ანდერსონი შენელებული მოძრაობით პლიაჟზე გარბოდა. გასაკვირი არ არის, რომ ერთიანი, წითელი საცურაო კოსტიუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა.

2000 How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

21-ე საუკუნის დასაწყისში კვლავ ბიკინი დაბრუნდა პოპულარობის ზენიტში. ასევე, დაემატა სხვადასხვა ზომის პარეო, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ვარიაციებით, როგორც მოკლე, ასევე გრძელ კაბებად გადაკეთდეს.

2010 How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

2010 წელს მოდაში ყველაზე არაკომფორტული საცურაო კოსტიუმი – მონოკინი- დაბრუნდა. ეს მოდელები გლამურულად გამოიყურება, თუმცა გლამურულ რუჯს ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

2019  How Swimsuits Have Changed Throughout History (It’s Great That 2010 Is in the Past)

წელს მოდური რეტრო მოდელები, ასევე სპორტული საცურაო კოსტიუმები მკვეთრი ფერები და კლასიკური ბიკინი იდეალური რუჯისთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები