„ისე ვცხოვრობ, როგორც გრძნობა მიკარნახებს“ – ჰიუ ჯეკმანის ცნობილი გამონათქვამები

„უკეთესია, გიყვარდეს, ვიდრე უყვარდე; უკეთესია, გაუნაწილო, ვიდრე მიისაკუთრო; უკეთესია, მიგატოვონ, ვიდრე მიატოვო“, – ფიქრობს ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც სწორედ ამ ფორმულით ხელმძღვანლობს მთელი ცხოვრება.

შიში არა მხოლოდ შანსს გართმევს, არამედ მთელს ცხოვრებას გაკარგვინებს.

ყოველთვის გარისკვა მირჩევნია, რადგან არ მინდა, წლების შემდეგ ვინანო, რომ გაუბედავობის გამო რაღაც არ გავაკეთე.

ცოლი ყოველთვის მართალია – სწორედ ესაა ბედნიერი ქორწინების გარანტია და კამათს აზრი არ აქვს.

ბევრად მარტივია ცხოვრება, როცა ყველას მიმართ კეთილად ხარ განწყობილი, ღიმილი არ გენანება და გამხნევება.

ძალიან მიხარია, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი მარტივად გამომდის, რადგან სწორედ ასე ვხვდები,  რომ ჩემ საქმეს კარგად ვაკეთებ.

ადამიანს ყოველდღე ომი აქვს საკუთარ თავთან, რადგან მუდმივად ბრაზისა და მრისხანების დამორჩილებას, სულიერი ქაოსის გაკონტროლებას ცდილობს.

ყოველთვის მეტი გვინდა და ყოველთვის გარშემომყოფების მოწონებას ველით, თუმცა, მოთხოვნილებას ვერასდროს ვიკმაყოფილებთ ბოლომდე.

ჰოლივუდი  დისნეილენდია უფროსებისთვის.

წყარო: Fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები