იორდანიის მღვიმეში ლითონის წიგნების აღმოჩენამ შეიძლება ბიბლიური ისტორიისადმი ჩვენი დამოკიდებულება შეცვალოს

რელიგიისა და ისტორიის მკვლევართათვის ეს ფასდაუდებელი აღმოჩენაა.70 ციცქნა წიგნისგან შემდგარ უძველეს კოლექციას, რომელთა ტყვიის გვერდები აკინძულია მავთულით, შეუძლია  ქრისტიანობის ადრეული პერიოდის ზოგიერთ საიდუმლოებას მოჰფინოს ნათელი. აკადემიკოსთა აზრი მათ ავთენტურობაზე გაყოფილია, თუმცა ამბობენ, რომ თუ დადასტურა ორიგინალობა, მაშინ მათ შეუძლიათ ისეთივე მნიშვნელობა შეიძინონ, როგორც 1947 წელს მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამ.

undefined

საკრედიტო ბარათის ხელა გვერდებზე გამოსახულია სხვადასხვა ნახატები, სიმბოლოები და სიტყვები, რომელიც შეეხება მესიას და შესაძლოა, ჯვარცმასა და აღდგომას.

ინტრიგას მატებს ის ფაქტიც, რომ წიგნების უმეტესობა დაბეჭდილია, რის საფუძველზეც მკვლევარები ასკვნიან, რომ წიგნები წარმოადგენდნენ ბიბლიაში იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ დაკარგული კოდექსების ნაწილებს. წიგნები აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ იორდანიის შორეული რეგიონის გამოქვაბულში, რომელიც ქრისტიანთა თავშესაფარს წარმოადგენდა ახ.წ. 70 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ. ამავე პერიოდის მნიშვნელოვანი დოკუმენტები აქ უწინაც აღმოჩენილა.

თავდაპირველი მეტალურგიული ტესტების საფუძველზე დადგინდა, რომ ზოგიერთი წიგნის დათარიღება შეიძლება ახ.წ. პირველი საუკუნით. ეს შეფასება გამომდინარეობს წიგნის კოროზიის ფორმიდან, რომლის ხელოვნურად მიღებაც, ექსპერტების თანახმად, შეუძლებელია.

undefinedundefinedundefined

თუ ეს დათარიღება დადასტურდა, მაშინ წიგნები შევლენ ერთ–ერთ უძველეს ქრისტიანულ დოკუმენტებს შორის და ქრონოლოგიურად გადაუსწრებენ თვით პავლე მოციქულის შრომებს.

იმის ალბათობა, რომ მათში შეიძლება დაცული იყოს იესოს ცხოვრების ბოლო წლების ამბები, აღაფრთოვანებთ მკვლევარებს – თუმცა მათი ენთუზიაზმი განელებულია იმ ფაქტითაც, რომ წინათ ექსპერტები დახვეწილი ნაყალბევის წყალობით სასტიკად მოტყუვდნენ.

დევიდ ელკინგტონი, ძველი რელიგიის ისტორიისა და არქეოლოგიის ბრიტანელი მკვლევარი იმ მცირერიცხოვან მეცნიერებში შედის, ვისაც შეუმოწმებია წიგნები და იგი აცხადებს, რომ ეს წიგნები „ქრისტიანული ისტორიის კვლევისთვის შეიძლება გახდეს უმთავრესი აღმოჩენა“.

undefined

„ძალიანამაღელვებელია იმის გაფიქრება, რომ ჩვენ ხელთ გვიპყრია ის ნივთები, რაც ქრისტიანული ეკლესიის ადრეულ წმინდანებს“, აღნიშნა მან.

თუმცა არა მარტო ამ წიგნის გვერდებია საინტერესო, არამედ მათი აღმოჩენის ზუსტი ადგილიც. იგი იპოვეს იორდანელმა ბედუინებმა, რომელთაც მიჰყიდეს რაღაც მაქცინაციებით მოახერხეს და ისრაელის საზღვარზე გადმოატარეს.

ამის მიუხედავად, იორდანიის მთავრობა აქტიურად მუშაობსარტეფაქტის დაბრუნებისა და უსაფრთხოდ დაცვის საკითხებზე. ფილიპ დევისის, შეფილდის უნივერსიტეტის ბიბლიური კვლევების ემერიტუს პროფესორის, სიტყვებით, უძლიერესი მტკიცებულებაა ამ წიგნების გვერდებზე გამოსახული იერუსალიმის რუკა.

„როგორც კი დავინახე, დავმუნჯდი გაოცებისგან“, თქვა მან. „ეს იმდენად ქრისტიანული გამოსახულებაა, რომ მეტი არც შეიძლება. უკანა პლანზე გამოსახულია ჯვარი, სადაც ქრისტეს სავარაუდო სამარხია და პატარა შენობა დგას.“

undefined

„სხვა გვერდებზე გამოსახულია ქალაქის კედლები და უმეტესწილად იერუსალიმს შეეხება. ჯვარცმა ქალაქის გარეთ მოხდა.“

ბრიტანული ჯგუფი, რომელიც უძღვება ამ არტეფაქტებზე მუშაობას, შიშობს რომ ამჟამინდელი ებრაელი „მეპატრონე“ შეეცდება გაყიდოს რომელიმე წიგნი შავ ბაზარზე, ან უარესი – გაანადგუროს იგი.მაგრამ ეს უკანასკნელი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს ნივთები მის ოჯახში ინახებოდა 100 წლის მანძილზე.

დოქტორმარგარეტ ბარკერის, ძველი აღთქმის კვლევების საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით: „გამოცხადების წიგნი მოგვითხრობს დალუქულ წიგნზე, რომელიც მხოლოდ მესიამ გახსნა“.„ამ პერიოდის სხვა ტექსტებიც გვიამბობენ დალუქულ წიგნებზე და საიდუმლო ტრადიციაზე, რომელიც ქრისტესგან უახლოეს მოწაფეებს გადაეცათ.“

undefined

ელკინგტონი, რომელიც სხვებთან ერთად ცდილობს წიგნი დაუბრუნდეს იორდანიას, აცხადებს: „ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია ამ კოლექციის ხელუხლებლად შენარჩუნება და მისი დაცვა საუკეთესო პირობებში, რომელიც შედის არამხოლოდ მისი მფლობელის ინტერესებში, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები