ინციდენტი ბურჭულაძის საღამოზე – „ერთსა და იმავე ადგილებზე ბილეთი ორჯერ იყო გაყიდული“

ერთსა და იმავე ადგილებზე ბილეთი ორჯერ იყო გაყიდული, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტიდან გამოსულმა უკმაყოფილო მაყურებელმა განაცხადა.
მისი თქმით, კონცერტის მსვლელობისას მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა.
„ამ კონცერტის ორგანიზება სასწაულად უვარგისი იყო. ორ ბილეთში 120 ლარი მივეცი, ერთსა და იმავე ადგილებზე ბილეთი ორჯერ იყო გაყიდული. მთელი კონცერტი ფეხზე ვიდექი. სულიერადაც დავიტანჯე და ფიზიკურადაც განადგურებული გამოვედი,” – განაცხადა ერთ-ერთმა უკმაყოფილო მაყურებელმა

კომენტარები

სხვა სიახლეები