“ინფიცირებულთა რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებამ შედეგი გამოიღო, მაგრამ რამდენიმე კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება:

„შეზღუდვების ეტაპმა თავისი შედეგი გამოიღო, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ კვლავ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და, აქედან გამომდინარე, ალბათ, რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა ქუჩებსა და მოლებში გაზარდა, რომლითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გვექნება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები