ინტერნეტ მაღაზია Deals.ge სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანს გთავაზობთ

 

deals.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც პროდუქციის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა და მომხმარებელს  მაღალ ხარისხს, ხელმისაწვდომ ფასს და მომსახურების საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილია ათასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორის სამზარეულოს ტექნიკა (ელექტრო ღუმელი, აეროგრილი, ხორცსაკეპი, ელექტრო ჩაიდანი და სხვა), საოფისე ტექნიკა, თავის მოვლის ტექნიკა და სხვა უამრავი პროდუქტი.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილ ნებისმიერ ტექნიკას დაწვრილებითი აღწერილობა და პრაქტიკული ინსტრუქციები ახლავს. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს აღარ უჭირს არჩევანის გაკეთება და ზუსტად იცის მის მოთხოვნას, რომელი პროდუქტი შეესაბამება.

საიტზე საშუალება გეძლევათ საბანკო ან შიდა განვადების პირობებით ისარგებლოთ. ონლაინ განვადების გაფორმება შეგიძლიათ ბანკ რესპუბლიკასთან, ლიბერთი ბანკთან და  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისთან.
განვადების პირობები საკმაოდ მარტივია: უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია და ბანკის გადაწყვეტილებას დაელოდოთ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინტერნეტ მაღაზიის წარმოამდგენლები შეძენილ ნივთს სახლში მოგიტანენ, რაც დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.
რაც შეეხება შიდა განვადების პირობებს, ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს. შიდა განვადების ხანგრძლივობა 2- 12 თვეა, 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანის საჭირო არ არის, ხოლო დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, კურიერი ხელშეკრულებას და შეძენილ პროდუქტს მითითებულ მისამართზე, მაქსიმუმ 48 სამუშაო საათში მოგაწვდით.
შიდა განვადების გარდა, პროდუქტის შეძენა  შესაძლებელია deals.ge-ს პარტნიორ შპს „ისთ ვესთ კაპიტალის“ სწრაფი სესხების მეშვეობით.

(R)

 

კომენტარები

სხვა სიახლეები