ინტერნეტის სენსაცია – დრამერი ძაღლი პატრონთან ერთად უკრავს (ვიდეო)

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ძაღლი, სახელად მეილი პატრონთან ერთად რითმულად ასრულებს The White Stripes-ის ცნობილ კომპოზიციას. ინსტაგრამზე ძაღლს ჰყავს 50 ათაზე მეტი ხელმომწერი, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ცხოველის ნიჭით.

მეილის პატრონი კომპოზიციას გიტარაზე უკრავს, ხოლო ძაღლი მას დრამერის რანგში პარტნიორობას უწევს.

ეს პირველი კოპოზიცია არ არის, სადაც ძაღლმა თავისი ნიჭი გამოავლინა. მაგალითად, მეილის შეუძლია ტამ-ტამზე და ქსილოფონზეც დაუკრას.

ვიდეოს, სადაც ძაღლი ასრულებს The White Stripes-ის სიმღერის კოპოზიციას, რამდენიმე დღეში Youtube-ზე 11 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
წყარო: http://www.zooclub.ge

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=3s-WrI2L7HQ&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები