ინდოეთში იშვიათი დეფექტის მქონე, სამთავიანი ჩვილი დაიბადა

ინდოეთის შტატ უტარ-პრადესში იშვიათი დეფექტის მქონე, სამთავიანი ჩვილი დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DailyStar ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩვილი ნორმალური ორსულობის შედეგად დაიბადა. ორი დამატებითი თავი ჩვილის „ნორმალურ“ თავს უკანა მხრიდან უერთდება და დაფარულია თმებით. ახლა ოჯახს ბევრი მოგვი მიდის, რომლებიც თვლიან, რომ ეს განსხვავებული ბავშვის ღმერთის სახეა დედამიწაზე.

ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ, ისინი სამშობიაროდან უკვე გამოწერეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები