ინდოეთის მუზეუმში ხანძარმა დინოზავრების ჩონჩხები გაანადგურა

დელიში, ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმის შენობაში, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დინოზავრების ჩონჩხები, მცენარეების და ცხოველების ექსპონატები განადგურდა. ხანძარი მუზეუმის გახსნამდე რამდენიმე ხნით ადრე გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად მუზეუმის ზედა სართულს წაეკიდა. ხანძარს 3 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი მეხანძრე აქრობდა. ზარალის საერთო მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სახანძრო სამსახურის თანამშრომლების თქმით, უდიდესია.

კომენტარები

სხვა სიახლეები