ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ინდივიდუალური მომზადებისთვის საქართველოში ჩამოვიდა (ვიდეო)

ინგლისში გაზრდილი ფეხბურთელი, კეკე ორზი ლონდონში დაიბადა. 27 წლის ინგლისელი მესამე კვირაა საქართელოშია. როგორც კეკემ “კვირა+” – ს განუცხადა, ის თბილისში, სპეციალურად “ინდივიდუალური მომზადების ცენტრში” სავარჯიშოდ ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლა, მისმა ქართველმა მეგობარმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ურჩია, რომელიც მოლდოვეთის კლუბ ”უნგენში” წასვლამდე, ინდივიდულაურად, თემურ ფოცხვერიასთან ემზადებოდა.

11796245_711423368962427_2313746248965006455_n
“კვირა+” ირაკლი ჩომახაშვილსაც გაესაუბრა და დაზუსტებით გაიგო თუ რატომ ურჩია ირაკლიმ ინგლისელ ფეხბურთელს საქართველოში გაევლო მომზადება.
“გასულ სეზონში თურქეთის მესამე ლიგაში ვასპარეზობდი, თბილისში დაბრუნების შემდეგ, სერიოზული პრობლემები მქონდა, როგორც საფეხბურთო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა. თემურ ფოცხვერიასთან მისვლის შემდეგ ვიგრძენი, რომ შემიძლია ფეხბურთის თამაში, ვირწმუნე საკუთარი თავის და გავაუმჯობესე თამაშის ხარისხი. მე ვიცოდი კეკეს რაც ჭირდებოდა, არ მეგულება არავინ, ვისაც ბატონ თემურზე უკეთ შეეძლოს ფეხბურთელის ინდივიდუალურად მომზადება. ჩემს ინგლისელ მეგობარსაც ზუსტად ეს უნდოდა და შედეგს თვითონაც კარგად ხედავს,” – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.ourpnagb6biკეკე ორზი საქართველოში ერთი თვით აპირებდა დარჩენას და შემდეგ, როგორც მისი აგენტი ეუბნებოდა ტაილანდში და ვიეტნამში 2 გუნდი ელოდებოდა. “ინდივიდუალური მომზადების ცენტრში” მისვლის შემდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა საქართველოში დარჩენა ზაფხულამდე გადაწყვიტა და ქართველ მეგობარს, ასეთი რჩევისთვის, დიდი მადლობას უხდის .

“როგორც მე და ჩემს აგენტს გვქონდა დაგეგმილი, დეკემბრის თვეში არჩევანი ტაილანდზე ან ვიეტნამზე უნდა გამეკეთებინა, სადაც მე ორი გუნდი მელოდებოდა. მაგრამ ახლა ზაფხულამდე მსურს დავრჩე ბატონ თემურ ფოცხვერიასთან, რათა შემდეგ შევძლო და უკეთესი მომზადებით, უკეთეს გუნდში წავიდე. მე იმდენი რამ შევიძინე ამ სამი კვირის მანძილზე, შემიძლია წარმოვიდგინო რა დონეზე ვიქნები ზაფხულში. მზად ვიქნები უფრო სერიოზული გუნდისთვის, ვიდრე აქამდე ვფიქრობდი. ჩემი გამოცდილებით და ჩემი პირადი ურთიერთობით სხვადასხვა აგენტებთან, დარწმუნებული ვარ, როდესაც მოვა ამის დრო, მე ბევრად უკეთეს გუნდს მოვძებნი ევროპის წამყვან ქვეყნებში,” – განაცხადა კეკე ორზმა. კეკე ორზმა ვარჯიშებზე და მის ყოველდღიურ პროგრესზე ისაუბრა, ასევე შედარება გააკეთა ინგლისსის და საქართველოს ინდივიდუალურ მომზადებას შორის. “ყოველდღე ვხედავ უკეთესობას ჩემს თავში, ყოველდღე ვიზრდები, ვიძენ ახალს და ვარ უკეთესი ვიდრე ვიყავი გუშინ. ინგლისში მაქვს მხოლოდ გუნდური გამოცდილება, მე იქ ინდივიდუალურად ვერ ვიზრდები, იქ უნდა მიიტანო გუნდში ის რაც უკვე გაქვს, რაც შენი გამოცდილებით დააგროვე. ხოლო აქ შეგიძლია ინდივიდუალურად იმუშაო საკუთარ თავზე, განვითარდე ყოველდღე. მე ახლა გუნდზე დამოკიდებული აღარ ვარ. პირადად ვიზრდები, როგორც ფეხბურთელი და ეს გარემოც ძალიან მეხმარება.” – განაცხადა კეკე ორზმა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ასევე თქვა, რომ მისი მეგობრის სიტყვებში არც კი დაეჭვებულა. ის ახლა ირაკლი ჩომახაშვილის ოჯახში ცხოვრობს და ეს დამოკიდებულება ძალიან ახარებს.15039481_1233177076720967_4854669465377750976_o

“უცხო ქვეყანაში ჩამოსვლის პრობლემა არ მქონია. ირაკლის ბატონ თემურისთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, იცოდა ზუსტად, რა მჭირდებოდა, რომ გავსულიყავი კარგი გუნდის სინჯზე და გამომეჩინა ჩემი საუკეთესო თვისებები. ფეხბურთელისთვის უცხო ქვეყანა ბევრს არაფერს ნიშნავს. უცხო ქვეყნის გამოცდილება უკვე მქონდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე დამეჯერებინა ჩემი მეგობრისთვის, ჩამოვსულიყავი ბატონ თემურთან და დამეწყო მომზადება. ენის ბარიერი პრობლემას არ წარმოადგენს, მწვრთნელებმა იციან ფეხბურთის ენა და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია. დამოკიდებულება მახარებს, რამდენიმე ქართული სიტყვა მეც ვისწავლე და ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.” – განაცხადა კეკე ორზმა.14907259_952751568162938_8098805483084470680_n

“კვირა+” თემურ ფოცხვერიას “ინდივიდურალური მომზადების ცენტრის” მთავარ მწვრთნელსაც გაესაუბრა. ბატონმა თემურმა აღნიშნა, რომ მოსწონს კეკეს დამოკიდებულება, 27 წლის ფეხბურთელი თავს ახალგაზრდად რომ გრძნობს და ქართული ფეხბურთი პოლიტიკას შეადარა.

“ჩემი დამოკიდებულება, როგორც ერთი ფეხბურთელისა ის არის, რომ კეკეს ჩამოსვლა მთლიან ქვეყანას დავუკავშირე, მე რაც ვიცი, ისტორიაში ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ მოსამზადებლად, თან ასეთი საფეხბურთო ქვეყნიდან, როგორც ინგლისია, საქართველოში ფეხბურთელი ჩამოსულიყო. აქედან წასული, ნებისმიერ დაბალ ლიგაში ძალიან ბევრი მინახავს. ისეთ ქვეყნებს და ლიგებს თანხმდებიან, ოღონდ აქედან გაასწრონ. მინახავს ქართველი ფეხბურთელები, ფეხბურთის სათამაშოდ წასული თოვლს როგორ წმინდავენ ფინეთში სახლის სახურავებიდან. ამ მხრივ კეკეს აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და მივესალმები. მეორე მხრივ, როგორც ფეხბურთელს დღევანდელი ლიგისთვის, საქართველოს პირობების შესაბამისად, ჩვეულებრივად შეუძლია ლიდერ გუნდში თამაში. მისმა დამოკიდებულებამ ძალიან გამახარა. კეკე 27 წლის არის და მენტალიტეტით სხვანაირად გაზრდილია, ამბობს, რომ ყველაფერი წინ აქვს. ჩვენთან კი, ქართველი 18- 20 წლის ფეხბურთელები, ნაკრებში თუ არ არიან, თამაშს თავს ანებებენ. ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქართველი ფეხბურთელებისთვის. მათ გვერდით დგას და ვარჯიშს არ თაკილობს. მისგან სწავლობენ, იღებენ თავმდაბლობისა და წესიერების მაგალითს. მენტალურად და ფსიქოლოგიურად სხვა დონეზეა. ქართველ ფეხბურთელებთან შედარებით ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული და რაც მთავარია, პროფესიონალურად უდგება ყველა ვარჯიშს,”- განაცხადა თემურ ფოცხვერიამ.

e9561e0296ad5724b3ba6299f734cbe0

საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომელიც ადრეულ ასაკში აზარალებს მოზარდებს და არ აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

“ეს საქართველოს საფეხბურთო პოლიტიკამ განაპირობა, როდესაც ეუბნებიან 20 წლის ფეხბურთელს უკვე გვიანიაო. მე უმაღლეს ლიგაში, ერთ-ერთ ლიდერ გუნდთან ვმუშაობდი,სადაც პირდაპირი დავალება მქონდა, რომ 17 წლის ზემოთ ფეხბურთელი არც კი გამესინჯა. ანუ უმაღლეს ლიგაში უნდა ეთამაშა მაქსიმუმ 17 წლის ფეხბურთელს. მესმის, რომ საქართველო არის საფეხბურთო ბაზარი, აქ ემზადებიან იმისთვის, რომ არ აკმაყოფილებთ ეროვნული ჩემპიონატი და უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან, მაგრამ ასეთი მიდგომით, რომ 20 წლის ფეხბურთელი ბებერია, წინ ვერ წავალთ. არის შემთხვევები, ფეხბურთელები, რომლებიც 20- 21 წლის არიან, განვითარების თვალსაზრისით გვიან ვითარდებიან და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ვკარგავთ. მენტალობა თუ არ შეიცვალა, ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანას სულ ექნება. 20 წლის ბიჭები არ უნდა ანებებდნენ ფეხბურთს თავს, ” განაცხადა თემურ ფოცხვერიამ “კვირა+”- თან.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=PfRGtCw4aPk&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები