იზრდება თუ არა გადანერგილი თმა რა ჯდება „თალიზში“ თმის გადანერგვა

თმის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ერთი გადანერგილი ფოლიკულური გაერთიანების (ფულიკულური გაერთიანება თმის 1-დან 4-ძირამდე აერთიანებს) ფასი 5 დოლარს აღწევს. თმის გადანერგვის ქართულ კლინიკა „თალიზში“ კი, რომელიც დიდი ხანია, მსოფლიო ბრენდია, თმის გადანერგვა მსოფლიოს ფასებთან შედარებით, 8-ჯერ იაფია. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამ სიიაფის მიზეზი დაბალი ხარისხია, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „თალიზის“ ხელმძღვანელი, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 22 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი აკაკი წილოსანი და მისი გუნდი თმის გადანერგვის უახლოეს მეთოდიკას და ინსტრუმენტებს იყენებენ. ამასთან, „თალიზში“ ოპერაციები ადგილობრივი ანეზთეზიის უნიკალური და უმტკივნეულო მეთოდით ტარდება. სხვათა შორის, აკაკი წილოსანს მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ და ორივე ნახევრასფეროზე ტრენინგებისა თუ ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ… 1508514_10207227532784328_6706116509429706529_n
აკაკი წილოსანი: – თმის გადანერგვა ამბოლატორიული პროცედურაა, რომლის დროსაც კეფის არიდან ჯანსაღის თმის ძირების მოპოვება და პრობლემურ ზონაში ჩანერგვა ხდება. ახალ ადგილას ჩანერგილი თმის ძირი ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს, ანუ ახალი თმა ამოდის, რომლიც მუდმივია.
– გადანერგილი თმა იზრდება და ჭაღარავდება?
– გადანერგილი თქმა, რა თქმა უნდა, ისევე იზრდება და ჭაღარავდება, როგორც კეფაზე არსებული. გარდა ამისა, გადანრეგილი თმის ჩვეულებრივ შეჭრა და შეღებვაც შეიძლება.
– აკაკი, თმის გადანერგვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია?
– დიახ… საერთოდ, თმის გადანერგვის სამი ჩვენება არსებობს: პირველი – მამაკაცური თმის ცვენა, ანუ ანდროგენეტიკური ალოპეცია, რომელიც ყველაზე გავრცელებულია – საქართველოში პაციენტების 95 პროცენტს სწორედ ანდროგენეტიკური თმის ცვენა აღენიშნება; მეორე ჩვენება სკალპის არეში ტრამვისა თუ დამწვრობის შედეგად გამოწვეული თმის ცვენაა; მესამე კი ე.წ. ტრაქციული ალოპეციაა – ამ დროს ცვენა, ასე ვთქვათ, მოქაჩვის, ანუ არასწორი ვარცხნის შედეგია.
– პაციენტს სპეციალისტის გარეშე შეუძლია განსაზღვროს, ამ სამიდან რომელი ტიპის თმის ცვენა აღენიშნება?
– როცა თმის ცვენა იწყება, დიდი შანსია, რომ ეს ანდროგენეტიკური ალოპეცია იყოს – ამ დროს ადამიანს თმა შუბლის, თხემისა და გვირგვინის არეში სცვივა, კეფაზე კი, თმა ნარჩუნდება. ანდროგენეტიკური, ანუ მამაკაცური ალოპეცია სქესობრივი მომწიფების მერე იწყება. თმის ცვენის პირველი ნიშნები 18 წლის ასაკში ჩნდება, თუმცა ბოლო დროს ანდროგენეტიკური ალოპეციის გაახალგაზრდავება შეინიშნება, რაც გენეტიკური ცვლილებებით აიხსნება.
ესე იგი, ბავშვებში ანდროგენეტიკური ალოპეცია არ გხვდება?
– არა.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში თმის ცვენა შესაძლოა, ქალსაც დაეწყოს და ვაჟსაც?
– დიახ, თუმცა ქალებში ამას ინტესნიური სახე არ აქვს… ყველაზე უკიდურესად თმის ცვენის მეშვიდე კლასი ითვლება, როცა ადამიანს თმა ყურებს უკან და კეფაზე წვრლი, სამ-ოთხსანტიმეტრიანი არშიის სახით აქვს შერჩენილი.
– თმის გადანერგვა ასეთ დროსაც გამართლებულია?
– ბუნებრივია, გამართლებულია, თუმცა კეფაზე არსებული თმის ძირები მთელი თავის დასაფარად საკმარისია არაა.
– ასეთ დროს, თმის ძირები აბა, საიდან მოგაქვთ ხოლმე?
– ასეთ შემთხვევაში თმის სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, ან შეიძლება, წვერიდან გადავნერგოთ.
ესე იგი, თმის ცვენა 18 წლიდან იწყება, თუმცა ეს ხანგრძლივ პროცესია და, ასე ვთქვათ, სიმელოტე შესამჩნევი რამდენიმე წლის მერე ხდება, არა?12512669_10207227532824329_8356876469589734713_n
– აუცილებელი არაა, თმის ცვენა ადამიანს 18 წლის ასაკში დაეწყოს. აქ განმსაზღვრელი გენეტიკური კოდია – თმის ცვენა შეიძლება, 40 წლის ასაკში დაიწყოს, თუმცა გამორიცხულია, რომ მამაკაცური ალოპეციის დროს პაციენტს თმა ერთბაშად გასცვივდეს. უბრალოდ, ადამიანი ატყობს, რომ თმის ხაზი ნელ-ნელა უკან იწევს და გვირგვინის არეში თმა თხელდება.
– თმის ცვენის შეჩერება მეტიკამენტებით შეიძლება?
– დიახ, შეიძლება, თუმცა გამეჩხერებულ, ან გაცვენილი ადგილის თმის ძირებით შევსება მხოლოდ გადანერგვითაა შესაძლებელი.
– აკაკი, როგორც დავაკვირდი, ადამიანებს ყველაზე ხშირად ის აინტერსებთ, თუ რამდენი თმის ძირის გადანერგვა დასჭირდებათ…
– საერთოდ, თმა, ანუ თმის 1-დან ოთხამდე ძირი ჯგუფად, ფულიკულური გაერთანების სახით იზრდება. ფულიკულური გაერთიანება სკალპის მორფოფუნქციური ერთეულია და, როგორც აღვნიშნე, თმის 1-დან 4-ძირამდე შეიცავს. თმის ძირები სკალპში გარკვეულ ოჯახებად არიან დაჯგუფებულნი. ერთ ფულიკულურ გაერთანებაში, ძირის გარდა, ერთი ცხიმის ჯირკვალი და ერთიც თმის ამწევი კუნთია. კეფიდან სწორედ ამ ერთეულების გადანერგვა ხდება. მოკლედ, თმის გადანერგვა თმის ძირის კი არა, გრაფტის გადანერგვას გულისხმობს. ერთი გრაფტი კი, როგორც აღვნიშნე, თმის, საშუალოდ, ერთიდან 4-ძირამდე აერთიანებს. თმის გადანერგვის შედეგი მხოლოდ გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული.
– აბა, კიდევ რაზეა?
– იმაზე, თუ როგორი გრაფტი ინერგება, ანუ თუ ადამიანს თმის სქელი ძირებ აქვს, ცოტას გადანერგვა სჭირდება, თხელის შემთხვევაში კი, – ბევრის.
თმის სქელი ძირების შემთხვევაში, გადანერგვის შედეგი უკეთესია?
– რა თქმა უნდა…
ერთი გრაფტის გადანერგვა რა ჯდება?
– ლარნახევარი, თუმცა დიდმასშტაბიანი ოპერაციის დროს, გრაფტის ღირებულება შეიძლება, ლარამდე შემცირდეს. თუ პაციენტს მეორე ხარისხის ალოპეცია აღენიშნება, თმის გადანერგვა, საშუალოდ, 800-1000 ლარი დაუჯდება, მესამე ხარისიხის დროს კი – 1500-დან 2500-მდე. მაღალი ხარისხის თმის ცვენისას 6 ათასი გრაფტის გადანერგვაა საჭირო და, შესაბამისად, ასეთი ოპერაცია 6 ათასი ლარი ღირს.
მაღალი ხარისხის თმის ცვენისას 6 ათასივე გრაფტის გადანერგვა ერთი ოპერაციის დროს ხდება?
– დიახ, შესაძლებელია, თუმცა ეს პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული.
ოპერაციებს შორის შუალედი რამდენია?
– 6-დან 8-თვემდე – უნდა ვნახოთ, თმა როგორ ამოვა…
ბუნებრივი თხელი თმის გადაერგვით, ასე ვთქვათ, გასქელება შეიძლება?
– არა.
ადამიანს თმის გადანერგვა რამდენჯერ შეუძლია?
– თუ კეფაზე ან სხეულის სხვა ნაწილებში მარაგი არის, თმის გადანერგვა უსასრულოდ შეიძლება. საერთოდ, ერთი ან რამდენიმე ოპერაციის დროს კეფიდან 10 ათასი გრაფტის ამოღება შეიძლება.
გასაგებია, რომ თმის გადანერგვა უმტკივნეულოა და ადგილობრივი ანეზთეზიით ტარდება, მაგრამ ანეზთეზია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა?
– დიახ, აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ზოგ მამაკაცს წვერი საერთოდ არ აქვს. შეუძლია, კეფიდან თმის ძირები სახეზე გადაინერგოს?
– რა თქმა უნდა – დღეს ეს ძალიან პოპულარული ოპერაციაა.
ფასი, ამ შემთხვევაშიც, იგივეა?
– დიახ, იგვეა…
აი, ასე: სიმელოტე განკურნებადია. ამასთან, თმის ცვენა „სოციალური მოვლენა“ არაა, ანუ თმა მხოლოდ ღარიბებს კი არა, მდიდრებსაც სცვივათ და ამას, სხვა თუ არაფერი, ისიც მოწმობს, რომ სიმელოტე იულიუსს კეისარსა თუ ნაპოლეონსაც სტანჯავდა. ამიტომ, თუ თმის გადანერგვას გადაწყვეტთ, აღარ გადადოთ და გეზი დღესვე ტაშკენტის ქუჩა #27-კენ აიღეთ, სადაც აკაკი წილოსანი და „თალიზის“ გუნდი სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ! გახსოვდეთ: თქვენი წარმატების გზა „თალიზზე“ გადის!

კომენტარები

სხვა სიახლეები