იესო ქრისტეს ქანდაკებაში 300 წლის წინანდელი წერილი იპოვეს (ფოტო)

ესპანეთში, სანტა-აგუედას ეკლესიის აღდგენისას, იესო ქრისტეს ძველ სკულპტურაში აღმოაჩინეს წერილი, რომელიც 1777 წლით თარიღდება.

მისი ავტორია მღვდელი ხოაკინ მუნგუესი. მან განძრახ დამალა წერილი სკულპტურაში, რათა შემდეგ ის თაობებს აღმოეჩინა.

წერილი პატარა ღრმულში იყო მოთავსებული, რომელიც ტილოთია დაფარული.

მასში საუბარია ადგილობრივების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე, იმდროინდელ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და თამაშებზე.

გამოქვეყნებულ სურათებზე არაჩვეულებრივი კალიგრაფიით შესრულებული 2 ფურცელი ჩანს. ნაპოვნი არქივში იქნა გადაგზავნილი. თავის მხირვ, მისი ასლი სკულპტურაში შეინახეს, რათა მომდევნო თაობებამდეც მიაღწიოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები