იდუმალი ქორწილი „ჰარი პოტერის“ სტილში (ფოტოკოლაჟი)

ბრიტანელი წყვილის – კესი და ლუისი ბაირომების ქორწილი, „ჰარი პოტერის“ სტილში, იდუმალი და განსხვავებული გამოვიდა. ცერემონიის ყველა დეტალი გათვლილი იყო. ასე რომ, წვრილმანებიც კი თემატურად გამოიყურებოდა.
ნეფემ დედოფალს ხელი „ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს“ გასართობ პარკში სთხოვა. ქორწინების ცერემონია მანჩესტერის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, საქორწინო მიღება კი – Midland Hotel-ში. ცერემონიას 130 ადამიანი ესწრებოდა. ყველა წვრილმანი – ნეფის ჩაცმულობიდან დაწყებული დედოფლის თაიგულით დამთავრებული, „პოტერიანას“ უკავშირდებოდა, საქორწინო ფიცი ასევე ჯოან როულინგის წიგნიდან – „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ ამონარიდებისგან შედგებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები