„იდგა და ვარსკვლავთან მიახლოებას ვერ ბედავდა“ – ხატია ბუნიათიშვილისა და დამლაგებლის ემოციური ისტორია (ფოტო)

პარიზის თამარ მეფის ტაძრის მოძღვარი სოციალურ ქსელში ხატია ბუნიათიშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მადლობა ხატია რომ არსებობ და არა მარტო შენი ნიჭიერებით უთბობ ადამიანებს გულებს, არამედ შენი ღირსეული ქცევითაც და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ.
ვინ ვის და მე, როგორც სასულიერო პირს, არ მეშლება ადამიანის სიწრფელე. შუაგულ პარიზში სავსე დარბაზი მის მოსასმენად იყო მოსული. გამოსვლის შემდეგ, ხატია გარეთ იჯდა და საკუთარ ალბომებზე გულშემატკივრებს ხელს უწერდა (როგორც თვითონ აღნიშნავს ხოლმე, მას არ ჰყავს თაყვანისმცემლები, მას ჰყავს გულშემატკივრები).
მის შორიახლოს იდგა დამლაგებელი ქალი, მთელი თავისი „სადამლაგებლო ინვენტარით” და მისი “სტატუსიდან” გამომდინარე, ვარსკვლავთან მიახლოებას ვერ ბედავდა. შორიდან ეფერებოდა თვალებით. აშკარად ეტყობოდა, რომ არ ჰყოფნიდა სითამამე, ახლოს მისულიყო. სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო: ხატიას თვალებს ეს არ გამოჰპარვია. წამიერად ტოვებს მის გულშემატკივრებს და დანარჩენ სათქმელს ჩემს მიერ ქვემოთ დადებული ფოტოები გეტყვით.
ეს ის კადრებია, რომელსაც ალბათ, ხელოვნურად ვერ შეასრულებ. ეს შენი შინაგანი მესგან უნდა მოდიოდეს. თვით ადამიანის სული ხომ განაპირობებს მის უბრალოებას და სწორედ ესაა ყველაზე დიდი სილამაზე ჩვენში…“, – წერს მოძღვარი.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები