ია ფარულავას მეუღლე პარლამენტარ მეჭიაურს ყბის მოტეხვით ემუქრება – რისთვის აკრიტიკებს ტარიელ სუარი მამა ანთიმოზსა და ფადი ასლის

 

პარლამენტარ თამაზ მეჭიაურისა და ბიზნესმენ ფადი ასლის ინტერნეტში ატეხილ დაპირისპირებაში, ამჯერად უკვე ია ფარულვას მეუღლე – მუსიკოსი ტარიელ სუარიც ჩაერთო. სუარი „ქართული ოცნების“ დეპუტატს ყბის მოტეხვით დაემუქრა და განაცხადა, რომ მეჭიაურის ასაკთან შედარებით, მისი საქციელი შეუფერებელია. ფარულვას მეუღლე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, როგორც პარტიის, ისე ბიძინა ივანიშვილის სახელსაც არცხვენს.

„ბატონო მეჭიაურო თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გერმანიის სასამართლოში გადაამოწმოთ საქმე, რომლის მიხედვითაც ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა, რის შედეგადაც მან უკეთესად დაიწყო საკუთარი საქმის კეთება. რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა. თქვენ არა მხოლოდ ბატონი ბიძინას სახელს არცხვენთ, არამედ მთელი პარტიისას! ამ ასაკში არ გეკადრებათ ასეთი რამ! რაც შეეხება ფადი ასლს. საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ურიგო არ იქნებოდა ქართულად საუბარი მაინც ესწავლა“,- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ტარიელ სუარი.

მუსიკოსს ეს პოსტი მისმა მეუღლემ შეუქო. სუარის განცხადებას  ია ფარულავა, მხოლოდ ერთი წინადადებით – „აი ღირსეული!“ გამოეხმაურა.

თამაზ მეჭიაურისა და ფადი ასლის გაკიცხვის გარდა, ტარიელ სუარმა მამა ანთიმოზიც გააკრიტიკა.

„მამაო თამაზ ბიჩინაშვილო, როდესაც მე და ია პატრიარქს ვესტუმრეთ, უწმიდესმა დალოცა ია, აჩუქა ჯვარი და მოეფერა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია სიყვარულის ინსტიტუტია და არა სარკაზმის”,- წერს ანთიმოზ ბიჩინაშვილზე ტარიელ სუარი.

თამაზ მეჭიაურსა და ფადი ასლს შორის დაპირისპირება, სოციალურ ქსელში გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა პარლამენტარი „სულთნის ძაღლად“ მოიხსენია.

“თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: „სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფადი ასლიმ, რასაც უმალ მოჰყვა დეპუტატის რეაქცია. „შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება, შენ მართლა გაუნაყოფიერებელო სპერმატოზოიდო…“ – ასე გამოეხმაურა მეჭიაური ფადი ასლის მიერ გაკეთებულ შედარებას. დეპუტატის კრიტიკის სამიზნე გუშინ ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. „ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის“, – განაცხადა მან გიორგი მარგველაშვილზე პირველი პირის იმ განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა არადიპლომაიური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკაოს.

ფადი ასლისთან დაპირისპირებაში, მეჭიაურს მხარდაჭერა გუშინ მამა ანთიმოზმა გამოუცხადა.

„თამაზ მეჭიაური გენაცვალე მთიულურ ჯიგარში! შენღა გვაკლდი ახლა არაბი ნაცი! (გულისხმობს ფადი ასლის) ჩვენი ნაცებიც გვეყოფა კონა აბაზად“, – დაწერა სოციალურ ქსელში არქიმანდრიტმა თამაზ ბიჩინაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები