რუსულ რეკლამაში თბილისი რუსეთად გაასაღეს (ვიდეო)

 

„თბილისი რუსეთი არ არის!“ – ასე ეხმაურებიან ქართველი ინტერნეტმომხმარებლები რუსულ ტელევიზიებსა და ინტერნეტში გავრცელებულ ახალ რეკლამას. ქართველების დიდი ნაწილის უკმაყოფილება, რუსული მობილური ოპერატორი MTC-ის ახალმა სარეკლამო რგოლმა გამოიწვია, რომელიც თბილისშია გადაღებული. ვიდეო-რგოლი მობილური ტელეფონის ხმის HD ხარისხს ეხება, რომელიც ხმის მოსმენის მაღალ ხარისხს განაპირობებს როგორც გარშემო ხმაურის პირობებში, ისე ხმამაღალი, ხმადაბალი თუ სტვენის დროსაც კი.

„ხმა HD ხარისხში მთელი რუსეთის მასშტაბით. MTC – შენ იცი, რაც შეგიძლია!“ – ეს ვიდეო რგოლის სლოგანია. თბილისის ქუჩებში გადაღებული რუსული რეკლამა, ბევრი ქართველისათვის უსიამოვნო და მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები