„თუ იდიოტად ყოფნა გადაწყვიტე, ყველგან მოახერხებ იყო იდიოტი“ – ნათია ფანჯიკიძის რჩევა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევას აძლევს:

„რუსული ფრაზა გეცოდინებათ, “სადაც არ ვართ, ყველგან კარგია”, – ბევრს ეჩვენება, რომ სხვაგან უკეთესია, უბრალოდ იმ სხვაგან ვერ მოხვდა. არადა, თუ მაგალითად, იდიოტად ყოფნა გადაწყვიტე, ყველგან მოახერხებ იყო იდიოტი და სხვაც ყველაფერი. კარგი იქნებოდა, საზეპირო მიგვეცა ადამიანებისთვის, “სადაც მე ვარ, ყველგან კარგია,” – ჩვენ ყველას, როგორც მცირე კოსმიურ სხეულებს საკუთარი გრავიტაციის ველი გვაქვს. ხან გვემღვრევა, ხან ბალანსშია. ვიზრუნოთ, მთლიანობაში იყოს დადებითი მიზიდულობის ზონა და თავადაც და სხვაც, ვინც ამ ველში მოხვდება, თავს კარგად ვგრძნობდეთ. რაც უფრო დიდი გავრცელება ექნება კარგ ენერგიას, რომელსაც თითოეული შევქმნით, მით უფრო მხიარულად იკოტრიალებს კოსმოსში დედამიწა. სადაც ხართ, თუ ყოფნა კარგი არაა, დაფიქრდით, ვის ველში მოხვდით. თუ არ ვარგა, გამოცალკევდით და კიდევ სცადეთ მოგროვდეს თქვენი საკუთარი, უკეთესი ენერგიის სარტყელი. ნუ აძლიერებთ სხვის უარყოფით ენერგოველს მათ ტალღებზე ფართხალით და ასევე, თუ ხვდებით, რომ თქვენს ტოქსიკურ ველში ჭკნება სხვა, მოადუნეთ კლანჭები, თორემ საბოლოოდ რაც თქვენს გარშემო იწამლება, თქვენც გამოგხრავთ“, – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები