ბათუმში, პოლიციელის დაჭრის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება (ვიდეო)

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც ქუჩის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, რომ მოქალაქე საპატრულო პოლიციის ავტომობილს აჩერებს, შემდეგ კი მანქანიდან გადმოსულ სამართალდამცავს თავს ესხმის. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დამნაშავე ადგილზევე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335–ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები