“თუ გინდა გულიანად გააცინო ღმერთი, მოუყევი მას შენი გეგმები” – დღეს ვუდი ალენს 80 წელი შეუსრულდა

ლენ სტიუარტ კონიგსბერგი, იგივე ვუდი ალენი, 1935 წლის 1 დეკემბერს, ნიუ იორკში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი დღემდე ათეისტია, რის გამოც ბავშვობაში თანატოლებთან ყოველთვის კონფლიქტი მოსდიოდა: “როცა ზაფხულში ბანაკში დასასვენებლად გამგზავნეს, იმავე დღეს ყველა რელიგიური კონფესიის მიმდევარი ბავშვი სასტიკად გამისწორდა”, – იხსენებს რეჟისორი.
ამერიკელმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა უამრავი ნაშრომითა და ორიგინალური სტილით თანამდეროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ალენმა 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი გადაიღო.
ცნობილია, რომ ვუდი ალენი არ აღიარებს კინოჯილდოებს და არ ესწრება კინოდაჯილდოებების ცერემონიებს 1973 წლიდან, მას შემდეგ რაც როდესაც მისმა ფილმმა „მძინარე“ ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღო.
„კინოდაჯილდოებების მთლიანი კონცეფცია სისულელეა. ჩემს ნამუშევრებზე სხვა ადამიანების შეფასება არ მაინტერესებს, რადგან თუ შენ იღებ ჯილდოს, რომელსაც დამსახურებისთვის იღებ, მაშინ უნდა აღიარო მათივე შეფასება ხოლმე, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ფილმი არ ვარგა“ , – აღნიშნავს ალენი.
ეს წესი მან ერთადერთხელ, 2002 წლის ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიაზე დაარღვია.
1980-1992 წლებში რეჟისორს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ მია ფეროუსთან, რომელმაც მის ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1993 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა თავისი შვილობილი, 7 წლის დილან ფეროუ გააუპატიურა. ეს სკანდალი გახდა ვუდი ალენისა და მია ფეროუს დაშორების მიზეზი.
2005 წელს ვუდი ალენმა გადაიღო ფილმი „მატჩ პოინტი“. ფილმი თემატურად ეხმიანება ალენისვე ადრეულ, 1989 წლის ფილმს „დანაშაულებები და ცუდი საქციელები“ და თედორე დოსტოევსკის რომანს „დანაშაული და სასჯელი“. ფილმში განხილულია სამყაროში სამართლიანობის და სასჯელის არსებობის თემა.
2011 წელს ალენმა გამოუშვა ფილმი „შუაღამე პარიზში“, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეფასეს. მას ხშირად უწოდებენ ალენის საუკეთესო ფილმს 1994 წლის „ტყვიები ბროდვეის თავზეს“ შემდეგ. რეჟისორმა კი დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის. 2014 წელს ალენმა მიიღო ოქროს გლობუსის სესილ დემილის სახელობის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.
მისი ცნობილი ფილმებია:
“ენი ჰოლი”;
“მანჰეტენი”;
“კაიროს მეწამული ვარდი”
“ჰანა და მისი დები”
“ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ”
“მატჩ პოინტი”
“ვიკი კრისტინა ბარსელონა”
“შენ გაიცნობ მაღალ შავგრემან უცნობს ”
“შუაღამე პარიზში”
“სიყვარულით რომში”
“სევდიანი ჟასმინი” და სხვ.
“კვირა + ” გთავაზობთ ვუდი ალენის ცნობილ გამონათქვამებს,
“ჩემი განათლება საშინელი იყო. მე დავდიოდი რამდენიმე სკოლაში, რომელებშიც ფსიქიურად გაუწონასწორებელი მასწავლებლები იყვნენ”.
“ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილში დიდად არ მემხიარულება. დანარჩენ ნაწილში საერთოდ არ მემხიარულება”.
“ეს არის შესანიშნავი ოქროს საათი ჯაჭვზე.მე მისით ვამაყობ. იგი ბაბუამ მაჩუქა მაშინ, როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა”.
“მე ძველი წესების მიმდევარი ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანები ცხოვრების ბოლომდე უნდა იყვნენ ქორწიბანებაში. ისე, როგორც მტრედები და კათოლიკეები არიან”.
“რა სიგრძის უნდა იყოს ფეხები? იმ სიგრძის, რამდენიც საკმარისია, რომ იატაკს მიწვდეს”.
“ტვინი მეორე ჩემი საყვარელი ორგანოა”.
“დადებითი კუთხით, სიკვდილი არის ყველაზე მარტივი რამ, რის გაკეთებასაც შეძლებ მწოლიარე”.
“ღმერთს რომ ჩემთვის სულ მცირე ნიშანი მაინც მოეცა.. გაეხსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში”.
“ჩემი ცოლი არ იზრდება. მე ვიღებ აბაზანას, ის კი ძირავს ჩემს გემებს”.
“მძულს რეალობა. რეალობა კი, ჩემდა სამწუხაროდ ერთადერთი ადგილია, სადაც სადილად სტეიკის მოზრდილი პორციის მირთმევა შეიძლება”.
“უსასრულობა-ეს დამქანცველია. განსაკუთრებით დასასრულისას”.
“არ მეშინია სიკვდილის. უბრალოდ არ მსურს იქ ვიყო როცა ეს მოხდება”.
“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ერთმანეთის ახლობელია, მაგრამ მაინც შორეული”.
“სექსი ხსნის დაძაბულობას, სიყვარული პირიქით”.
“თუ ეს ზედმეტად კარგია, რომ სიმართლე იყოს, მაშინ ეს სიმართლე არაა”.
“თქვენ შეძლებთ იცხოვროთ 100 წელს, თუ უარს იტყვით იმაზე, რატომაც სურთ ადამიანებს 100 წლამდე ცხოვრება”.

12335979_435853729943351_1162661415_n 12314860_435853726610018_2016205392_o 12325171_435853716610019_409714966_n 12333227_435853733276684_1375909572_o

კომენტარები

სხვა სიახლეები