თურქეთში მე-19 საუკუნის რუსი ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

თურქეთის არდაღანის პროვინციაში რუსი ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც აქ, სავარაუდოდ, რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1877-1878 წლის ომის დროს დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ცხედარი სახლის საძირკვლის ამოთხრის დროს იპოვეს. ჯარისკაცი პირდაპირ უნიფორმაში იყო დაკრძალული. მისი ცხედარი ყარსის პროვინციის ისტორიის მუზეუმს გადაეცა.
„ეს რუსული გარნიზონის კაპიტანია. ის რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დაიღუპა. მისი ჩინი ვარსკვლავების რაოდენობით და ციფრი 20-ით დავადგინეთ“ – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნეჯეტინ ალპმა.
მისი თქმით, ცხედრის მომავალ ბედს თურქეთის კულტურის სამინისტრო გადაწყვეტს.

კომენტარები

სხვა სიახლეები