თმის ნიღაბი ბუნებრივი შეღებვის ეფექტით- ნიღაბი კონიაკითა და დაფქვილი ყავით

დაგჭირდებათ: 2 კვერცხი; 1-1,5 სადილის კოვზი კონიაკი; 1 სადილის კოვზი დაფქვილი ყავა.
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 30-40 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით შამპუნისა და ბალზამის გარეშე.

თმის ჩამობანიდან 2-3 დღის მანძილზე თმას სასიამოვნო ყავისა და კონიაკის სუნი დაკრავს და რაც მთავარია, თმა იღებება ნატურალური ინგრედიენტებით – ჟღალიდან და მოწაბლისფრო ტონალობაში (გააჩნია, რა ფერის თმა გაქვთ).

დაბოლოს, ნიღბის გაკეთებას კვირაში ერთხელ გირჩევთ. უმჯობესია, იგი დასაბან თმაზე გაიკეთოთ. კვერცხი აიღეთ ცილიანად, ყავა და კონიაკი გამოიყენეთ – ნატურალური.

კომენტარები

სხვა სიახლეები